ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ „ენ ჯი თი ჯგუფი“ - მრავალპროფილური IT კომპანია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კლიენტებს მომსახურებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებათა სრულოფილ სპექტრს სთავაზობს.

 

საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ვმოღვაწეობთ და ამ ხნის განმალობაში ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა.

 

ჩვენ ვართ 25-ზე მეტი ლიდერი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ჩვენი სერვისით სარგებლობენ უმსხვილესი კომპანიები საცალო, საბანკო, სამთავრობო, საწარმოო, სამედიცინო და სხვა ინდუსტრიებში.

 

1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი და 300-მდე კმაყოფილი კომპანია ჩვენი კომპეტენციის მყარი დასტური და გარანტიაა.

 

მისია

 

შევქმნათ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ლოკალური კომპეტენცია, რომელიც საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს ისარგებლონ მსოფლიოს ლიდერი მწარმოებლების მიღწევებით.

 

პრინციპები და ფასეულობები

 

ვახორციელებთ პროექტებს Turn Key მიდგომით, დამკვეთს მხარდაჭერას პროექტის ყველა ფაზაზე ვუწევთ. არ ვყიდით გადაწყვეტილებებს თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ პროექტს კლიენტისთვის ინვესტიციაზე მაღალი უკუგება ექნება. თითოეულ თანამშრომელს ვუდგებით როგორც ოჯახის წევრს და ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო გარემო თვითრეალიზაციისათვის.