მომხმარებლის გამოცდილება

მომხმარებლის გამოცდილების მართვა

წამყვანი კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ზრდიან ინვესტიციებს, რაც თავისთავად მეტყველებს მზარდ ინტერესსა და დაგენერირებული ინფორმაციის ანალიზის აუცილებლობაზე.   ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც პროცესებისა და ქმედებების გამარტივებით მომხმარებლის გამოცდილებასთან ერთად, გაგიუმჯობესებთ როგორც WOM მარკეტინგს, ასევე გაგიზრდით დადებით შეფასებებსა და რეკომენდაციებს.   ამისათვის საჭიროა ყოველი ტრანზაქციის ანალიზი, რაც დამატებითი სარგებლის პოვნის საშუალებასაც იძლევა.   ტრანზაქციებში მოიაზრება მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნავიგაცია ვებსაიტზე, ასევე მათთვის ფილიალშივე გაწეული კონსულტაცია თუ დახმარება და რაც მთავარია, პროდუქტისა თუ სერვისის შეფასება.