დღეში

14 000 მომხმარებელი

თბილისის იუსტიციის სახლში, Qmatic-ის ყველაზე მსხვილი ინსტალაციაა საჯარო სექტორში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით

რიგის მართვა

რიგში ბოლო ვინაა?

ყველა წარმატებული ბიზნესის ფუნდამენტური ასპექტი კმაყოფილი მომხარებელია. დღესდღეობით, მომხმარებლის გამოცდილება კომპლექსური და დივერსიფიცირებულია, თუ გავითვალისწინებთ სერვისის პროვაიდერ მილიონობით კომპანიას. შესაბამისად, ძალიან რთულია მომსახურების კრიტერიუმის გაუმჯობესება, მაგრამ არა შეუძლებელი.

 

თუ მიზნობრივი აუდიტორია გადახდისუნარიანია, უნდა შევძლოთ იმ რეალობის შეთავაზება, რომელიც გადააჭარბებს მოლოდინს. ამ ქმედებებით გავაუმჯობესებთ ურთიერთობას - ვაქცევთ მას სასიამოვნო და განუმეორებელ თავგადასავლად.

წესრიგი და კმაყოფილება

მომხმარებლების კმაყოფილების მიღწევისათვის აუცილებელია როგორც მათი, ასევე თქვენი თანამშრომლების დროის ეფექტურად წარმართვა. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, მას უნდა შეეძლოს თავად მიიღოს გადაწყვეტილება თუ როდის ან როგორ ისარგებლოს თქვენი  სერვისებით.

 

QMATIC შექმნილია ამ პროცესების საგრძნობლად გასაუმჯობესებლად, როგორც მომხმარებლების, ასევე დასაქმებულების და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. მომხმარებლის პირველი კონტაქტი ბიზნესთან ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანია. ამ გადაკვეთის წერტილში ჩნდება წარმოდგენა თქვენს პროდუქტსა თუ სერვისზე, რაც ჩამოაყალიბებს ზოგად შეხედულებას ბიზნესის მიმართ.

მეტი, ვიდრე რიგის მართვა

კმაყოფილი მომხმარებელი

ბიზნესის მფლობელის პერსპექტივიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მივცეთ მომხმარებლებს არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ მათ, რომ სერვისი თუ პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ, კონკრეტულად მათთვის არის შექმნილი.

 

გაზრდილი მოგება

თუ თქვენი ბიზნესი კონკურენტებზე უკეთ ახერხებს მომხმარებელთა დაკმაყოფილებას, აუცილებლად გაზრდით საკუთარ შემოსავლებს.

 

შემცირებული დანახარჯი

ტრანზაქციების დროის შემცირებით, შევძლებთ, ლოდინის დროის შეზღუდვას. შედეგად, შემცირებული ლოდინის დრო და სწორად წარმართული სამუშაო გარემო, საგრძნობლად გააუმჯობესებს სერვისს და დაზოგავს დანახარჯებს.

 

გაუმჯობესებული სტრატეგიული დაგეგმარება და ოპერაციული ეფექტურობა

რეალურ დროში მონიტორინგის დახმარებით, მენეჯერები შეძლებენ სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, ჩვენ ხელთ არსებობს ნიშნულები, რომელთა დახმარებითაც, შეძლებთ ბიზნესის, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მაჩვენებლების განსაზღვრას.

 

მომხმარებელთა მიმოსვლის მენეჯმენტი, რომელიც ერთ-ერთ დიდი პრობლემაა ნებისმიერი სახის ბიზნესისათვის. ჩვენ გთავაზობთ რთული სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს.