დისტანციურად

ვიზიტზე ჩაწერა

მომსახურების დაჯავშნა

ჩაწერილი ხართ?

მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები თითქმის ყველა ინდუსტრიაში მთავარი პრიორიტეტია, რის მიზეზადაც პროდუქტიულობას მოიაზრებენ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური მახასიათებელია თანამედროვე ბიზნესში. მაღალი პროდუქტიულობა სხვადასხვა გზით შეიძლება იქნებს მიღწეული, მაგრამ ყველაზე ეფექტური დროის მენეჯმენტის უნარია.

 

ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, ყველა რომ დროულად მიდიოდეს დანიშნულების ადგილზე და თანაც სრულად ინფორმირებული. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი მოლოდინი არა მარტო ეფექტურს გაგხდით, არამედ გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას, რაც გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას

აუარე რიგს ჩაწერით

ამ პრობლემის გადაჭრის უმტკივნეულო გზა მომხმარებლის მიმოსვლის პროცესის გაუმჯობესებასა და სამუშაო დატვირთვის დაბალანსებაშია. QMATIC ბუქინგის საშუალებით, შეძლებთ მომხმარებლებთან ურთიერთობას, როგორც მათი ასევე საკუთარი დროის ფლანგვის გარეშე. ასევე შეძლებთ კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებული სერვისებით მომსახურებას.

 

QMATIC ბუქინგის დახმარებით ყველას, იქნება ეს დასაქმებული თუ მომხმარებელი, ეცოდინება თუ კონკრეტული დროის მონაკვეთში სად უნდა იყვნენ და რას უნდა აკეთებდნენ.
არსებობს რამდენიმე ხერხი, რაც გააუმჯობესებს სერვისის დონეს:

 

  1. მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  2. მომხმარებლის იდენტიფიცირების ინდივიდუალური საშუალებები;
  3. მომხმარებლის საჭიროების სწორი ანალიზი და პერსონალის სწორი მენეჯმენტი;
  4. მომხმარებლის და პერსონალის ენერგიის დაზოგვა;
  5. მომხმარებლის და თანამშრომლების კმაყოფილება.

ორგანიზებული და მშვიდი მიმოსვლა

QMATIC ბუქინგი მომხმარებელს დაჯავშნის რამოდენიმე გზას სთავაზობს. საათობრივ ჭრილში, მომხმარებელთა დაჯავშნის მეშვეობით კომპანია ახერხებს ნაკადების დარეგულირებას, პიკი საათებიდან ნაკლებად დაკავებულ საათებში გადანაწილებით. სარგებელის სახით კი ვიღებთ მომხმარებელთა იდეალურად ორგანიზებულ მიმოსვლას და პროცესების მენეჯმენტის საგრძნობლად გამარტივებულ ვერსიას.