როგორ მართავ კლინიკის პროცესებს?

კლინიკის მართვის პროგრამა

კლინიკის მართვის პროგრამა

კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა

კლინიკის მართვის ყველა ასპექტი თანამედროვე სამყაროში ეყრდნობა ინფორმაციას. ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება რომელსაც იღებს სამედიცინო პერსონალი თუ კლინიკის მენეჯერი, გამომდინარეობს არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამა განსხვავებული ტიპის გამოსავალს გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებს:

 

Doctra Enterprise – ჰოსპიტალის საინფორმაციო სისტემა იძლევა ერთიან სურათს პაციენტისთვის კლინიკური მომსახურების გაწევის ყველა ეპიზოდის შესახებ და გვეხმარება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში, ხარისხის მართვასა და მკურნალობის გამოსავალთა შესახებ ანგარიშგების გადაწყვეტილებებში.

 

Doctra Enterprise საიმედო და მყარი კლინიკური ინფორმაციის გარანტიაა.

 

სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამული უზრუნველყოფა

დოქტრა დენტალი პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე დინამიკაში თვალის დევნების შესაძლებლობას იძლევა.


პროგრამაში ჩაშენებულია ელექტრონული პაროდონტოლოგიის რუკა.


Doctra დენტალი მარაგების უხარვეზო მართვისა და ელექტრონული დისპანსერიზაციის შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად მოსახერხებელია ჩაწერილი პაციენტების სანდო, გრძელვადიანი განრიგის შემუშავებისა და მონიტორინგისათვის.

 

 

ვიზიტზე ჩაჭერის თანამედროვე სისტემა

Doctra Booking - ექიმთან ვიზიტზე ჩაწერის მარტივად მოსახმარი, სწრაფი და დახვეწილი სისტემა.

 

ინტუიტიური პროგრამა წინასწარგანსაზღვრული შაბლონების გამოყენებით ამარტივებს ექიმების სამუშაო გრაფიკების მართვას.

 

თანამედროვე დაჯავშნის სისტემა უზრუნველყოფს პაციენტის ინფორმირებას SMS სერვისით მიმდინარე ჩაწერის დეტალებთან დაკავშირებით.

 

პაციენტთა ონლაინ ბაზა და SMS/EMAIL დაგზავნის სერვისი პაციენტთან ურთიერთობას ამარტივებს. შესაძლებელია შეთავაზებებისა და მისალოცი შეტყობინებების გაგზავნა მარტივად და სწრაფად.