თქვენი

ფინანსები დაცულია

ელექტრონული იდენტიფიკაცია

მომხმარებლის იდენტიფიკაცია

ციფრული ბანკინგი ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც ახალ საფრთხეებთან ერთად, მოყვება მომხმარებლების მოთხოვნების ზრდა, რაც მყისვე და სწრაფი პროცესების მოლოდინიდან მომდინარეობს. აშკარა ხდება, რომ მომხმარებლები საბანკო ოპერაციების შესრულებისათვის სულ უფრო ხშირად მიმართავენ არასაბანკო დაწესებულებებსა თუ კომპანიებს (IT/ტექნოლოგიური კომპანიები). ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბანკების მიერ ციფრული ბანკიგის უსაფრთხოების გაუმჯობესება უარყოფითად არ უნდა აისახოს მომხმარებლის გამოცდილებაზე. ბანკების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები დღითიდღე უფრო მატულობს და ამასთან ერთად უმჯობესდება შეტევების მეთოდები. იმისათვის, რომ ბანკებმა შეძლონ უსაფრთხოების მზარდი სტანდარტების დანერგვა, აუცილებელია აკმაყოფილებდნენ ყველა უახლეს რეგულაციას, როგორებიცაა FFIEC, MAS, PSD2 და ა.შ.

მიმდინარეობს იდენტიფიკაცია

Gemalto-ს ციფრული იდენტიფიკაცია ეხმარება ბანკებს, როგორც მომხმარებლების იდენტობის ასევე მათი ტრანზაქციების უსაფრთხოების გამყარებაში. ეს სისტემა გახლავთ იდენტიფიკაციის გამარტივებისა და რისკის მენეჯმენტის ეფექტური კომბინაცია, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს პროცესების ხარისხს. გაუმჯობესებული ციფრული ბანკინგისა და ელექტრონული კომერციის უსაფრთხოება ბანკებისთვის რეალურს ხდის ციფრული ტრანსფორმაციას და ამარტივებს კიბერშეტევებისგან თავდაცვას. Gemalto-ს ციფრულის ბანკინგის იდენტიფიკაციის სისტემა შექმნილია, როგორც ყველაზე მარტივი, ასევე ყველაზე გათვლილი და დახვეწილი თაღლითობების თავიდან ასარიდებლად.

მომხმარებელი იდენტიფიცირებულია

Gemalto-ს დახმარებით, შესაძლებელი ხდება სტატიკური და OTP პაროლების ჩანაცვლება სხვა იდენტიფიკაციის მეთოდებით, რომლებიცაა კითხვა/პასუხი და ტრანზაქციების ციფრული ხელმოწერა.
Gemalto-ს სისტემის დადებითი მხარეები:

  • იდენტობის ვერიფიკაცია - ციფრული დოკუმენტის და მომხმარებლის იდენტიფიცირება ონლაინ;
  • რისკების შეფასება - ონლაინ იდენტიფიკაციის სესიის შეფასება;
  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია - იდენტიფიცირება მხოლოდ ციფრული აპარატურის ან მობილურის საშუალებით;
  • ტრანზაქციების ხელმოწერა - ხელმოწერა მხოლოდ ციფრული აპარატურის ან მობილურის საშუალებით;