იცით ვინაა

თქვენი მომხმარებელი?

მომხმარებელთა იდენტობის ელექტრონული ვერიფიკაცია

მართლა შენ ხარ?

ფინანსური ინსტიტუციები თუ სხვა ბიზნეს სფეროები, ხშირ შემთხვევაში, რეგულაციების მუდმივი წნეხის ქვეშ არიან, რაც დაკავშირებულია AML-თან (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა), ეკონომიკურ სანქციებთან და საექსპორტო კონტროლთან. KYC ეს არის იდენტობის ვერიფიკაციის პროცესი, როდესაც მომხმარებელი რაიმე სახის ხელშეკრულებით უკავშირდება ბიზნესს. ფინანსური ინსტიტუციები და რეგულირებადი ბიზნესები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ KYC-ს სტანდარტებს, რომლებიც მიმართულია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, კორუფციის და სხვა უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. KYC ბევრად უფრო მარტივი იყო, როდესაც მომხმარებლის მიერ ფინანსური ოპერაცის შესრულება საჭიროებდა ადგილზე ფიზიკურად ყოფნას. დღესდღეობით, ბიზნესებს შეექმნათ ელექტრონული KYC–ს საჭიროება (e-KYC), რომლის საწყისი წერტილიც იდენტობის ონლაინ ვერიფიკაციაა.

უცებ გადავამოწმებთ

იმისათვის, რომ მიიღოთ ეფექტური KYC პროცესი, აუცილებელია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც მიზანმიმართულად დაამტკიცებს მომხმარებლის ნამდვილ ვინაობას და ამავდროულად, იქნება კომფორტული. Gemalto KYC–ს დახმარებით სწრაფად, მარტივად და დაცულად შეძლებთ იდენტობის ვერიფიცირებას, რაც გაამარტივებს მომხმარებლების მოზიდვას ონლაინ. ეს არის მომხმარებლის ვერიფიცირების მოქნილი მეთოდი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს KYC რეგულაციებს, იყენებს ბიომეტრიულ შემოწმებებს და ამცირებს თაღლითობის რისკს.
სტანდარტები, რომლებსაც აკმაყოფილებს Gemalto KYC:

  • მომხმარებლის პოლიტიკა
    • მომხმარებელზე არსებული ინფორმაციის ციფრულად აღბეჭდვა;
    • მონაცემთა ბაზის მომენტალური განახლება;
  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო პროცედურები
    • იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების მრავალმხრივი ვერიფიკაცია;
    • ადაპტირებადი დაცვის საფეხურები;
  • ტრანზაქციების მონიტორინგი
    • მომხმარებლის ვერიფიკაციის მეთოდები;
    • ბიომეტრიული ტექნოლოგიები;
  • რისკის მენეჯმენტი(მართვა);
    • მომხმარებელთა რისკების შეფასების მეთოდები;
    • PEP პიროვნებების, სანქციების და დაკვირვების ქვეშ მყოფთა განხილვა;

ვერიფიცირებულია

იდენტობის ციფრული ვერიფიკაციის პროცესი, ბანკს საშუალებას აძლევს ავტომატურად შეაგროვოს მონაცემები მომხმარებლის შესახებ და დააკავშიროს CRM სისტემებთან, რათა გაამარტივოს მათი მოზიდვის პროცესი, განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები, შეაფასოს რისკები და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად ჩართოს გარეშე რესურსები.

 

ელექტორნული KYC ხელს უწყობს თქვენი ონლაინ ბიზნესის უსაფრთხო განვითარებას.