ბიზნეს და საჯარო მონაცემები

ერთ სივრცეში

პირველი ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში

გაიგე მეტი

ანალიტიკა ერთი

Qlik-ით

მოითხოვე Qlik

ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი ხელის გულზე

მოამზადე მონაცემები ბიზნესის სრული ტრანსფორმაციისთვის

მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია

ეს მონაცემები საიდან მოვიდა?

კომპანიები რომლებიც არ იყენებენ და არ აქვთ ბიზნეს-ანალიტიკის სისტემები (BI), არც თუ სახარბიელო სიტუაციაში არიან, რადგან მონაცემთა ანალიტიკის ცენტრალიზებული სისტემა, რეალურ დროში ქმნის პრობლემათა გადაჭრის და ბიზნესის წარმატების უამრავ შესაძლებლობას.

 

როგორც წესი, ქართულ ბაზარზე არ იყენებენ ბიზნეს-ანალიტიკის სისტემებს (BI). ძირითად შემთხვევაში, მონაცემები, რომლებიც კომპანიის დაქვემდებარებაშია, მიმობნეულია სხვადასხვა სისტემაში. ეს ყველაფერი ცუდად ისახება კომპანიის პროდუქტიულობაზე, რადგან თითქმის შეუძლებელია მონაცემთა გაანალიზება და სრული სურათის დანახვა, როდესაც არ გაგაჩნია არანაირი ბერკეტი მათ ერთ სივრცეში მოქცევისათვის.

ანალიტიკა და ვიზუალიზაცია ერთად

Qlik ეს არის ახალი თაობის ბიზნეს-ანალიტიკის (BI) პლატფორმა, რომელიც თქვენ ხელთარსებულ ინფორმაციას და მონაცემებს ულიმიტო პოტენციალად აქცევს. უნიკალური „ასოციაციური ანალიტიკური ძრავი“, დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი (AI) და მასშტაბირებადი არქიტექტურა, ორგანიაზიას სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

 

ბიზნესის შეუზღუდავი ანალიტიკა და მონაცემებს შორის ასოციაციური კავშირების მარტივად აღმოჩენა, საგრძნობლად ამცირებს რისკებს და ზრდის კომპანიის შემოსავალს. ეს ყველაფერი კი ინფორმაციის და მონაცემების გაანალიზების საფუძველზე ხდება. Qlik-ის დახმარებით, ყოველგვარი დამატებითი ინსტრუმენტის გარეშე შეძლებთ ერთ სივრცეში გააერთიანოთ და გაანალიზოთ მონაცემები შემდეგი წყაროებიდან:

 

  • ERP (1C, FMG, APEX);
  • CRM;
  • Data Warehouse;
  • Oracle;
  • SAP;
  • Microsoft Dynamics NAV;
  • Oris;
  • DarieX;
  • Excel;
  • Big Data მომწოდებლებისაგან.

დიდი მონაცემები დიდი წარმატებითვის

Qlik-ის დახმარებით, გააერთანებთ ყველა ბიზნეს ანალიტიკას ერთ პლატფორმაში, მიაღწევთ წარმატებას იმ მონაცემებით, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით.

 

Qlik-ის გამოყენებას შეძლებს როგორც ფინანსების, ასევე მიწოდების ქსელების, გაყიდვების, მარკეტინგის, IT გუნდის, ოპერაციების და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, რადგან მათი გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს.

 

კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ ისეთ ბიზნეს სივრცეში, როგორებიცაა: წარმოება, ჯანდაცვა, კომუნიკაციები, ფინანსური სექტორი(ბანკი), საჯარო სამსახური, ენერგეტიკა, საცალო ვაჭრობა თუ სხვა, აუცილებლად უნდა იყენებდნენ ბიზნეს-ანალიტიკის (BI) პლატფორმას.

ბლოგი

ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში

წარმოგიდგენთ ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველ ერთიან პლატფორმას bihub.ge.

 

ეს არის Open Data პრინციპზე დაფუძნებული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც მონაცემების გამოყენების სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ.

 

როგორც წესი, ბიზნეს და საჯარო მონაცემები სხვადასხვა სისტემაში განსხვავებული ფორმით არის მიმოფანტული(ფინანსური ანგარიშგებები, ვებ პორტალები, ცხრილური ფაილები და ა.შ.) და შესაბამისად, შეუძლებელია ლოგიკური ჯაჭვისა თუ მთლიანი სურათის დანახვა. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება და უზრუნველვყავით მათი ინტერაქტიულობა, რათა თითოეული მონაცემი მარტივად ხელმისაწვდომი, ხელშესახები და გამოყენებადი გაგვეხადა.

 

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ს ბაზაზე, რაც მონაცემების მარტივად დამუშავებას და დამოუკიდებელ ანალიტიკას უზრუნველყოფს.

 

საიტზე უკვე განთავსებულია ისეთი ანალიტიკური დეშბორდები როგორიცაა: 

  • იმპორტ/ექსპორტის სტატისტიკა
  • ტენდერები
  • დაზღვევის სტატისტიკა
  • საყოველთაო დაზღვევის ანალიტიკა
  • Covid19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში