16 / 08 / 19

კლინიკის მართვის პროგრამის 5 დამატებითი სარგებელი

ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ კლინიკის წარმატებით ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი კლინიკის მართვის პროგრამის დანერგვაა და ამ გადაწყვეტილებამდე გასავლელი ყველა საკვანძო ნაბიჯი დეტალურად ავღწერეთ.

თუმცა არ გვისაუბრია საკითხებზე, დიდწილად რომ განსაზღვრავენ/უზრუნველყოფენ მომხმარებლებისა და თანამშრომლების კმაყოფილებას ჰოსპიტლებში (რომლებიც სარგებლობენ კლინიკის მართვის პროგრამით).

სამედიცინო დაწესებულებებში, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა სწრაფი და მარტივი წვდომა გვქონდეს ზუსტ ინფორმაციაზე, რომელიც მყისიერად უნდა გავრცელდეს შემდგომ კლინიკის შიგნით.

ამასთან, მნიშვნელოვანია დიდი ინფორმაციის იმგვარი ვიზუალიზაცია, რომ მოკლე დროში სწრაფად აღქმადი იყოს და იძლეოდეს  სრული სურათის შეფასების საშუალებას.

გარდა ამისა, კომუნიკაცია კინიკის თანამშრომლებსა და სპონსორებს, თუ ქიმებსა და პაციენტებს შორის უნდა იყოს მობილური, სწრაფი და მოსახერხებელი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს ამომწურავად ითვალისწინებს ის 5 დამატებით სარგებელი, რომელიც თან ახლავს დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამას.

 

1.Qlik სისტემასთან ინტეგრირება

 

Qlik არის, ყველაზე მძლავრი ანალიტიკური სისტემა დიდი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავებისა და მისი გრაფიკული ვიზუალიზაციისთვის.

პროგრამის ანალიტიკა, დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებისას, ინფორმაციას გრაფიკულ ვიზუალიზაციად გარდაქმნის, რაც ანალიტიკური დასკვნების გაკეთებისა და შემდგომი, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აღნიშნული სისტემის მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გადაწყვეტილების მიღებისას ვარაუდებისა და ინტუიციის ნაცვლად, ზუსტ ანალიტიკურ ინფორმაციას დაეყრდნოს.

 

2.ინტეგრირება Lis & Pacs სისტემასთან

 

Lis & Pacs არის ცენტრალიზებული სისტემები, რომლებიც  შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაციის  უსაფრთხო დაარქივებასა და კომუნიკაციას უზრუნველყოფენ.

აღნიშნული პროგრამები, დროის მოცემულ მომენტში მყისიერ სურათს იძლევიან კონკრეტულ პაციენტთან დაკავშირებული კლინიკური მონაცემების შესახებ, რომლის გადაგზავნა მარტივადაა შესაძლებელი ნებისმიერ ექიმთან.

შესაბმისად, დოქტრას კლინიკის მართვის სისტემაში ინტეგრირებული Lis & Pacs, გეხმარებათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, სწრაფ დიაგნოსტიკასა და დროულ მკურნალობაში.

 

3.ბედ მენეჯმენტის ფუნქციონალი

 

ბედ მენეჯმენტი კლინიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის ამოცანათა ავტომატიზებული გადაწყვეტის შესაძლებლობაა, რომელიც ასევე მოიცავს მორიგეობის განრიგს, ოპერაციების დაგეგმარებას და ავტომატურ კვებას.

აღნიშნული ფუნქციონალი პაციენტის შემოსვლიდან მისი გაწერის წუთამდე მოძრაობის სრულ სქემას ავტომატურად ასახავს ყველა საჭირო „იუზერის“ სისტემაში, რაც საშუალებას იძლევა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიძებნოს კონკრეტული პაციენტის ადგილმდებარეობა კლინიკაში, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

ბედ მენეჯმენტი ადამიანური შეცდომების მინიმიზაციაშიც ეხმარება ჰოსპიტლებს. მიმღებს ყოველთვის აქვს პასუხი, ზუსტად რამდენი პაციენტის მიღებასა და განთავსებას შეძლებს კლინიკა, საჭიროებისას.

 

4.Qmatic-თან ინტეგრირება

 

Qmatic არის #1 ბრენდი მომხმარებელთა ნაკადების მართვის სფეროში, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის თვალსაზრისით საუკეთესო გადაწყვეტილებებს გვთავაზობს.

აღნიშნული პროგრამა ახდენს ჩაწერილი პაციენტის იდენტიფიცირებას და უზრუნველყოფს მათ პრიორიტეტულ გამოძახებას. შედეგად, რეგულირდება ჩაწერილი და ჩაწერის გარეშე მოსული პაციენტების ნაკადი.

კლინიკის მართვის სისტემაში ინტეგრირებული რიგის მართვის სისტემა კომფორტული და მოსახერხებელია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის.

 

5.ვიზიტზე ჩაწერის ფუნქციონალი

 

დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამაში ჩაშენებული ვიზიტზე ჩაწერის სისტემა ამარტივებს პაციენტთან ურთიერთობას და ასევე კომფორტულს ხდის ექიმთან ჩაწერის პროცესს.

აღნიშნული სისტემა, დაგეგმილი ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით პაციენტის SMS სერვისით ინფორმირებას უზრუნველყოფს, რაც თანამედროვე მომსახურების სტანდარტად იქცა.

ჩაწერის სისტემას ასევე აქვს მომხმარებელთა ონლაინ ბაზა და SMS/EMAIL დაგზავნის სერვისი, რაც არამარტო ამარტივებს პაციენტთან ურთიერთობას, არამედ მათთვის შეთავაზებებისა და მისალოცი შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა, მარტივად და სწრაფად.

ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ირჩევს კლინიკის მართვის პროგრამას, რადგან პასუხისმგებლობის განცდა საქმის, თანამშრომელთა და მომხმარებელთა მიმართ პირდაპირპროპორციულად აისახება კლინიკების იმიჯსა და რეპუტაციაზე, რაც უმეტესად განსაზღვრავს მათ წარმატებას.