01 / 10 / 19

Qlik კრისტალბეთში

ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო www.crystalbet.com დაარსდა 2011 წელს და მას შემდეგ მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტებს. კომპანიის მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს მრავალფუნქციური და მაქსიმალურად კომფორტული ონლაინ სივრცე, სადაც მათ შეეძლებათ ითამაშონ ყველაზე მრავალფეროვანი ლაივ კაზინო, მაგიდის თამაშები და სლოტები, ასევე განათავსონ ფსონი სპორტზე ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით.

 

Crystalbet-ში დაინერგა დიდი მონაცემების დამუშავების ინოვაციური ტექნოლოგია, რომელმაც კომპანიაში არსებული ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახადა და გააჩინა ახალი შესაძლებლობები.

 

Qlik Sense-ის დახმარებით დიდი მონაცემების მართვა და გამოყენება საგრძნობლად გამარტივდა. ეს არის სწრაფი და ეფექტური ანალიტიკური სისტემა, რომელიც ვიზუალურ სივრცეში გარდასახავს ყველა ტიპის ინფორმაციას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს პროდუქტიულობას და გუნდში არსებულ კოლაბორაციის ხარისხს. სრული სურათის ჩვენება კი ინფორმაცია-მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დადებით გავლენას ახდენს სტრატეგიულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე.

 

მსგავსი სიახლეები