Qlik განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

Qlik Sense უკავშირდება უამრავ მონაცემთა წყაროს და უზრუნველყოფს საოპერაციო დინამიკის სრულყოფილ მუშაობას. ამასთან ერთად, სრულად უგუნებელყოფს პროდუქტიულობის ხარისხის ვარდნას. ეს არის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიების სამუშაო პროცესში, როგორიცაა „სსიპ“ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

 

ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, ყოველგვარი ინფორმაციის დაკარგვა-გამოუყენებლობის თავიდან არიდებისთვის, საჭიროებს უმაღლეს დონეზე მოქმედ ანალიტიკურ სისტემას. სრულყოფილი და იდეალური მონაცემების ლოდინის ნაცვლად, „სსიპ“ იყენებს ბიზნეს ანალიტიკურ პლატფორმა Qlik-ს, რომლის დახმარებითაც ამცირებს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და თავიდან ირიდებს მათი გამეორების შესაძლებლობას. სწორედ მონაცემების გაანალიზება იძლევა წარუმატებლობის თავიდან არიდების საშუალებას, რასაც თან სდევს ინფორმაციის შეგროვება-ანალიზის გაუმჯობესებული მეთოდების გამოვლენა. სწორედ ანალიტიკაზე დაფუძნებული საგანამანათლებლო სისტემა არის წარმატებული მომავლის გასაღები.

მსგავსი სიახლეები