დაშვებულია მხოლოდ

ავტორიზირებული მომხმარებელი

დაშვების კონტროლი

ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია

დაშვების სისტემებთან დაკავშირებული სწრაფად მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება და აგრეთვე მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ეს პლატფორმები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახის დაწესებულებებსა თუ საწარმოებში, როგორებიცაა: სამშენებლო ტერიტორიები, საწყობები, ოფისები, ციხეები და სხვა. პრობლემები, რომლებიც დაშვების სისტემათა უმეტესობასთან არის დაკავშირებული, მდგომარეობს მათი გვერდის ავლის საკმაოდ გავრცელებული და ყველასათვის ცნობილი საშუალებებით. მათი მეშვეობით თითქმის შეუძლებელია ფინანსური ზარალის და გაუთვალისწინებელი მოვლენების თავიდან არიდება. გამომდინარე აქედან, უმრავლესობა გამოუსადეგარია და ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, რომლებიც სჭირდება აეროპორტის, სამთავრობო, სამხედრო თუ კომერციული დაწესებულებების დაცვას.

მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებელი

დაშვების სისტემების სახით, ჩვენ გთავაზობთ განსხვავებული ფუნქციონალითა და კონფიგურაციით აღჭურვილ რამდენიმე ტიპის პლატფორმას, რომელთა საშუალებითაც საგრძნობლად აამაღლებთ პროდუქტიულობას. შეძლებთ ყალბი ანაბეჭდების გამოაშკარავებას, მიუხედავად მათი დასამზადებელი მასალისა, როგორებიცაა: სილიკონი, რეზინი, ფირი, ქაღალდი და ჟელატინი. წინასწარგანსაზღვრული QR კოდების დახმარებით, კი უზუსტესად დააფიქსირებთ ვიზოტორთა თუ თანამშრომელთა მიმოსვლის დროსა და ადგილს. ეს კონკრეტული დაშვების სისტემები უხარვეზოდ აფიქსირებენ მნიშვნელოვან მონაცემებს და ამასთან ერთად, უნაკლოდ მუშაობენ როგორც შენობაში, ასევე მის გარეთ, მიუხედავად თოვლის, წვიმის, მტვრის, ნისლისა. მათი დახმარებით შეძლებთ როგორც ერთი, ასევე ასობით გადაკვეთის წერტილს ეფექტურად გაკონტროლებას.

დაშვება, რომელიც იცავს

სწორად შერჩეული დაშვების სისტემის მქონე კომპანიები, მარტივად ახერხებენ როგორც უსაფრთხოებისა და მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას, ასევე ხარჯების და ადამიანური ხარვეზების საგრძნობლად შემცირებას.
ზემოთ ჩამოთვლილი სისტემებისა თუ პლატფორმების დამატებითი დადებითი მხარეები:

  • მართვის ხარჯების შემცირება ავტომატიზირებული სისტემის დახმარებით;
  • სამუშაო გარემოს გაუმჯობესება დაგვიანებისა თუ ადრე წასვლის აღმოფხვრით;
  • დროისა და დასწრების ჯამურ მონაცემთა საერთო მონიტორინგი;
  • მოგებისა და ორგანიზაციული წესრიგის ამაღლება;
  • პროცესების ავტომატიზება და თანამშრომელთა კმაყოფილების გაუმჯობესება;
  • Cloud სისტემაზე დაფუძნებული უწყვეტი და უსაფრთხო ინტეგრაცია.