წესრიგისა და უსაფრთხოების 

დაცვა

ვიდეო მეთვალყურეობა

ვის და რას ვმეთვალყურეობთ?

ისეთ საკითხებმა, როგორებიცაა საკუთრების, ხალხის და აქტივების უსაფრთხოება, საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნები IT და ფიზიკური სისტემების კომბინირებაზე. ვიდეო მეთვალყურეობის საუკეთესო და წარმატებული პრაქტიკები მოითხოვს ინფორმაციის შენახვის დიდ ვადებს, კამერის მაღალი დაფარვის ზონებს და მაღალი რეზოლუციით გადაღებას, რაც აუცილებელია გამოძიებების მხარდასაჭერად. ამ სისტემების საშუალებით თქვენ შეძლებთ საბოლოო უდავო, საიმედო და მაღალხარისხიანი მტკიცებულებების ქონას და მათ გამოყენებას 24x7x365.


დღევანდელ სამეთვალყურეო სისტემებში არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას:

 

  • მგზავრის/ვიზიტორის/მაცხოვრებლის უსაფრთხოება, კრიტიკული აქტივების დაცვა და რეგულაციების დაკმაყოფილება;
  • სამგზავრო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესება მგაზვრების მზარდი ოდენობის გათვალისწინებით;
  • პერსონალისა და მგზავრების დაცვა ცრუ ბრალდებებისა და ცილისწამებისაგან;
  • სრული ინფორმირებულობა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის;

მეთვალყურეობის ახალი რეჟიმი

Avigilon–ის მაღალხარისხიანი მეთვალყურეობის სისტემა, რეალურ დროში დაცვის ფუნქციით, საშუალებას მოგცემთ სწრაფად აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ უსაფრთხოების რისკები. ეს არის მაღალი ხარისხის, საიმედო და მარტივი უზრუნველყოფა, რომელიც აფიქსირებს უტყუარ მტკიცებულებებს და ამარტივებს გამოძიების პროცესს. ავტონომიური სისტემა ინტეგრირებული ანალიტიკის დახმარებით, აანალიზებს სრულ ტრეფიკს. იმ შემთხვევაში, თუ დღე–ღამის არასათანადო მონაკვეთში დაფიქსირდა საეჭვო მიმოსვლა, პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ატყობინებს მონიტორინგის ჯგუფს.

უდავო მტკიცებულება მაღალ ხარისხში

Avigilon მაღალი გარჩევადობის კამერების საშუალებით, შესაძლებელია ვიდეო მონიტორინგი ქალაქის მასშტაბით არსებულ ლოკაციებზე, რაც საგრძნობლად შეამცირებს არასასურველ შემთხვევების რიცხვს და აამაღლებს, როგორც უძრავ–მოძრავი ქონების, ასევე საზოგადოების დაცულობის დონეს. ინტეგრირებული Avigilon–ის ვიდეო მეთვალყურეობა არის გასაღები უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და საჭიროების შემთხვევაში სასურველი ვიდეო მასალების მოძიებისაკენ.


Avigilon–ის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლებთ რამდენიმე დადებითი თვისებით:

 

  • უდავო მტკიცებულებების არსებობა;
  • მაღალი ხარისხის ვიდეო მასალა;
  • ინციდენტების სწრაფი გამოძიება და მოგვარება;
  • დაზოგილი ხარჯები;
  • დაცვა ყალბი დადანაშაულებისგან;
  • დაზღვევის გადასახადის შემცირება;
  • ინსტალაციისა და შრომის ხარჯების შემცირება;
  • უფრო სწრაფი რეაგირება უკეთესი დაცულობისთვის;
  • სრული სურათის დანახვის საშუალება;
  • გაუმჯობესებული კომუნიკაცია.