უკანონო ნივთიერებების

უშეცდომო სკანირება

რენტგენული ინსპექტირება

მხოლოდ 3 ფერში სკანირება?

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების, ასევე ჯანდაცვისა და ეკონომიკური მდგრადობის საკითხებში. უმეტეს შემთხვევებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურად მოიაზრება ქცევის საკორექციო დაწესებულებები, ციხეები, სასამართლო დარბაზები, ფოსტა, სასტუმროს შესასვლელი, სამთავრობო ობიექტების უმრავლესობა და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზები. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საფთხეები ყოველდღიურად ჩნდება და მათი აღმოჩენა-აღმოფხვრის საშუალებებიც კარგავს ეფექტურობას, აუცილებელია X-Ray სკანირების საგრძნობლად გაუმჯობესება და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება. დღესდღეობით, დაწესებულებებათა უმრავლესობაში ექსპლუატაციაშია 3 ფერში აღქმადი სკანირების სისტემები, რომელთა დახმარებითაც შეუძლებელია როგორც ატომებთა ზუსტი დიაპაზონის, ასევე ორგანული თუ არაორგანული ნივთიერებების და მძიმე თუ მსუბუქი ლითონების დადგენა-აღმოჩენა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 3 ფერიანი სკანირების სისტემა საგრძნობლად დაბალ საფეხურზეა Astrophysics-ის ინოვაციურ 6 ფერში აღქმად ტექნოლოგიასთან შედარებით.

ნათელი სურათის დანახვა 6 ფერში

Astrophysics შექნმნილია იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთა ყოველდღიური სამუშაო გარემოც უკავშირდება დაცვას და უსაფრთხოებას. ეს სისტემა კონტეინერებისა და სატრანპორტო საშუალებების სკანირების გამოყენებით ეხმარება როგორც სასაზღვრო დაცვას და პოლიციას, ასევე სხვა არასპეციფიური დაცვის წარმომადგენლებს კონტრაბანდის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ნარკოტიკის, არასასურველი მოწყობილობების, იარაღის, ძვირფასი ლითონების და სხვა საფრთხის შემცველი ნივთების აღმოჩენაში. Astrophysics-ის 6 ფერში აღქმა ახალი ნაბიჯია X-Ray სკანირების ინდუსტრიაში, რომელიც უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამს ამ სისტემების განვითარების საფეხურზე. 6 ფერში აღქმის სისტემა ობიექტების სიმკვრივის ფერით განსასაზღვრად იყენებს ატომთა დიაპაზონის ანალიზს. ეს პროცესი ემარება ოპერატორს X-Ray სურათის ადეკვატურად ანალიზსა და საფრთხის ზუსტ კლასიფიკაციაში, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს.

ცხადი და აშკარა იდენტიფიკაცია

Astrophysics-ის უმაღლესი ხარისხის გამოსახულების და ინოვაციური ფუნქციების გამოყენებით, ოპერატორი სარგებლობს სწრაფი და საიმედო სკანირების მექანიზმებით. 6 ფერში აღქმის, ავტომატურად პროგრამირების და ობიექტების სწრაფი იდენტიფიკაციის საშუალებით ისარგებლებთ ისეთი დადებითი თვისებებით როგორებიცაა:

  • საჭიროებებზე მორგებული სკანირების მეთოდები;
  • ეფექტური სკანირება და აღმოჩენის მარტივი საშუალებები;
  • დეტალური სკანირება და მარტივი აღმოჩენა;
  • საეჭვო ნივთებისა თუ ნივთიერებების უშეცდომო სკანირება;
  • უკანონო ნივთიერებების უნაკლო კონტროლი;
  • სისტემებისა და ფუნქციების მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი სიტუაციისათვის.