IT პროექტის მენეჯერი

14 / 01 / 21

NGT Group (www.ngt.ge) ვეძებთ IT პროექტის მენეჯერს Open Banking-ის გუნდში. NGT არის WSO2-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და მათ სისტემებს სთავაზობს ქართულ საბანკო სექტორს. Open Banking-ის გუნდი პასუხისმგებელია API Management, Consent management და სხვა სისტემის დანერგვაზე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.

დეტალურად სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://wso2.com/solutions/financial/open-banking/

 

რას გააკეთებ?

პასუხისმგებელი იქნები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან სისტემის დანერგვის პროექტზე და მის წარმატებაზე

გაარჩევ და გამოცდი მსოფლიოში ერთ-ერთ ტოპ API Management სისტემას

იქნები ჩვენი პარტნიორებისთვის და მომწოდებლისთვის (WSO2) ძირითადი საკონტაქტო პირი

იმუშავებ ძლიერ, დამოუკიდებელ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდში

 

ვის ვეძებთ?

შემდგარ პროექტის მენეჯერს, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით

სასურველია გქონდეს საინტეგრაციო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება

ტექნიკური ბექგრაუნდით (სასურველია შეგეძლოს მონაცემთა ბაზებთან, API-ებთან მუშაობა)

სასურველია გქონდეს საბანკო/საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება

ენერგიულს, მოტივირებულს და ცნობისმოყვარეს

პრობლემის ამოხსნაზე და არა წუწუნზე ორიენტირებულს :)

სასურველია გქონდეს Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება

 

რას გთავაზობთ?

კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს

მოხვდები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აიტი კომპანიაში

იმუშავებ ინდუსტრიაში ძალიან გამოცდილი და წარმატებული ხალხის გვერდით