26 / 02 / 20

რიგის მართვა სამედიცინო დაწესებულებებში

სამედიცინო მომსახურების მიღებისას ყველა აღმოვჩენილვართ გარემოებაში, სადაც არც თუ ისე სასიამოვნო აზრები გვიჩნდება. „ვისი რიგია? რამდენი ხანი უნდა ველოდო? რატომ დამასწრო ამ ადამიანმა და სხვა." თუმცა ამ საკითხის მეორე მხარეს კლინიკის პერსონალია, რომელიც ცდილობს როგორც რიგთან და ათეულობით აღელვებულ ადამიანთან გამკლავებას, ასევე ხარისხიანი მომსახურების გაწევას.

 

Qmatic-ის რიგის მართვის სისტემა მომხმარებლის ლოდინის დროის ანალიზისა და დამატებითი ფუნქციონალის დახმარებით მოახდენს როგორც პაციენტებისა და პერსონალის, ასევე პროვაიდერების ინფორმირებას რიგის მართვის სისტემისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

ვინ იყენებს?

 

საქართველოს მაშტაბით Qmatic-ის რიგის მართვის სისტემით სარეგებლობენ ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, როგორიცაა ევექსი, ავერსის კლინიკა, ნიუ-ჰოსპიტალსი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი და სხვა.

 

მომხმარებელთა ლოდინის ანალიზი კლინიკებს "ვინ არის შემდეგი?“ დაბრკოლების უმაღლეს ხარისხიანი მომსახურებით გადალახვაში ეხმარება.

 

რიგის მართვის სისტემა კლინიკებისთვის თვეში 590 ლარიდან

 

მენეჯერი და ადმინისტრაცია

 

 

კლინიკის მენეჯერმა ან ადმინისტრატორმა იცის, რომ სწორი და შეუფერხებელი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელია პიკის საათების წინასწარი განსაზღვრა და პერსონალის შესაბამისი რაოდენობით მომზადება.

 

სისტემა საშუალებას მოგცემთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განსაზღვროთ მომხმარებლის ნაკადზე ორიენტირებული პერსონალის მობილიზება.

 

რიგის მართვის ისეთი ფუნქციონალი როგორიცაა: ვიზიტის დაჯავშნა, SMS შეტყობინებები, რიგის ნომრები და სხვა, პაციენტის ინფორმირების საფუძველზე აღმოფხვრის ყველაზე აქტიური კითხვის აუცილებლობას - ვისი რიგია?

 

ეს ყველაფერი პაციენტის ხელთარსებული დროის უკეთ წარმართვის საშუალებას იძლევა, რაც აუმჯობესებს როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ასევე გაწეული მომსახურების ხარისხს, რადგან ცოცხალი რიგის არარსებობა ამცირებს პერსონალის სტრესს.

 

სისტემა ამარტივებს პაციენტების მომსახურების სხვადასხვა ეტაპზე გადამისამართებას, როგორიცაა კონკრეტული ექიმი თუ ლაბორატორია, ტესტი ან/და სხვა. ეს ყველაფერი ამარტივებს პაციენტის ვიზიტს და ამცირებს პერსონალის შეფერხების შესაძლებლობებს.

 

ექიმები და სამედიცინო პერსონალი

 

სისტემა ეხმარება ექიმებსა და სხვა თანამშრომლებს მომსახურებაზე კონცენტრირებასა და მკურნალობის დაგეგმვაში, რაც ითვალისწინებს როგორც დიაგნოზის დასმას, ასევე სწორი ანალიზებისა და ტესტების დანიშნვას.

 

გამოთავისუფლებული დრო ისევ და ისევ პაციენტებს მოხმარდება, რაც გაზრდის მომსახურებული პაციენტების ყოველდღიურ მაჩვენებელს და აამაღლებს საერთო პროდუქტიულობას. ამასთან ერთად პაციენტები, რომლებიც სწორად გამართული რიგით ხვდებიან ექიმებთან, ნაკლებად შეწუხებულნი და მეტად ორიენტირებულები არიან უშუალოდ დიაგნოზსა და მკურნალობის პროცესზე.

 

მომსახურების გაუმჯობესება და პაციენტების დადებითი გამოცდილება, ზრდის კლინიკაზე მოთხოვნას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ბიზნესზე.

მსგავსი სიახლეები