
100 წარმატებული ავტომატიზაცია - Swiss RE ჯგუფი
კლიენტის მიმოხილვა
Swiss Re ჯგუფი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხივილი პროვაიდერი დაზღვევის, გადაზღვევის და დაზღვევის რისკების მართვის მიმართულებით.
პროცესის ტიპი
საბანკო ანგარიშების შედარება.
Swiss Re ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც დაიწყო RPA ტექნოლოგიის ინტეგრაცია
100 წარმატებული ავტომატიზაცია
UiPath RPA სისტემის დანერგვით Swiss Re-მ მიიღო უმნიშვნელოვანესი პერფორმანს ბუსთი რაც გამოიხატება ისეთ კრიტერიუმებში როგორებიცაა: შიდა ეფექტურობას ზრდა, კრიტიკულ ოპერაციების სიჩქარე, თანამშრომლების გამოთავისუფლებული დრო. ამ უკანასკნელმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია ბიზნესის განვითარებაზე, რადგან ფოკუსირება რუტინული დავალებების მაგივრად, ხდება კრიტიკულ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
Swiss Re ჯგუფი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხივილი პროვაიდერი დაზღვევის, გადაზღვევის და დაზღვევის რისკების მართვის მიმართულებით. კომპანიის მიზანია ბიზნეს პარტნიორებისა და კლიენტების პროგრესის გაუმჯობესება/დაჩქარება ახალი შესაძლებლობების და გადაწყვეტების შექმნით.
ამ მიზნების მისაღწევად, Swiss Re ჯგუფმა კვლევის დახმარებით დაადგინა, რომ საჭირო იყო თანამშრომელთა მეტი დროის გამოთავისუფლება მეტად მნიშვნელოვან დავალებებზე ფოკუსირებისათვის.
„ცხადი გახდა რომ აუცილებელი იყო თანამშრომლების რესურსის უკეთესი გამოყენება. დახარჯული დროის ღირებული ნაწილი რუტინულ, განმეორებად და აბსოლუტურად მექანიკურ დავალებებზე იხარჯებოდა, რაც ცუდ გავლენას ახდენდა ბიზნესის სწრაფ განვითარებასა და საერთო ეფექტიანობაზე.“ - ჟოზე ორდინას-ლიუისი, Swiss Re რობოტული ავტომატიზაციის ხელმძღვანელი.
Swiss Re ჯგუფმა გულდასმით შეაფასა ავტომატიზაციის პროვაიდერი კომპანიები.”UiPath Enterprise პლატფორმა იდეალურად ერგებოდა ჩვენ მოთხოვნებს. შერჩევის პროცესში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით სწრაფი ზრდისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს.“ - იხსენებს ორდინას-ლიუისი. ”ასევე დიდი გავლენა იქონია UiPath-ის გუნდის ხედვამ, რამაც საბოლოოდ დაგვარწმუნა ჩვენი არჩევანის სისწორეში.“
გაიცანით „ნილი“
Swiss Re ჯგუფმა UiPath-ის საპილოტე სისტემა საბანკო ანგარიშების შედარების პროცესზე მიმართა, რაც მიზნად ისახავდა ამ კონკრეტული RPA პლატფორმის რეალური ღირებულების (POV – Proof of value) დადგენას. პილოტმა წარმატებით გაართვა თავი მოცემულ დავალებას და ანგარიშების შედარების პროცესი 15 დღიდან მხოლოდ 3 სამუშაო დღეზე ჩამოიყვანა - გაუმჯობესება 80%-ით.
საპილოტედ გაშვებულმა UiPath Robot-მა ჩამოტვირთა საბანკო ამონაწერები, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და შეადგინა ანგარიშთა ბალანსი Microsoft Excel– ის გამოყენებით. რობოტმა დააკოპირა შესაბამისი მტკიცებულებები და შეგროვებული ინფორმაცია სრულად გააერთიანა ცენტრალურ საცავში, შემდგომი დეტალური აღრიცხვისა და შემოწმებების ჩატარების მიზნით.
ჟოზე ორდინას-ლიუისი
Swiss Re რობოტული ავტომატიზაციის ხელმძღვანელი
ჩვენი საპილოტე სისტემა მცირე ნაბიჯი იყო RPA სისტემებისათვის, მაგრამ გიგანტური Swiss Re ჯგუფისათვის“ - ჟოზე ორდინას-ლიუისი, Swiss Re რობოტული ავტომატიზაციის ხელმძღვანელი.
პილოტი იმდენად დიდი წარმატება გახლდათ, რომ Swiss Re ჯგუფმა სახელად „ნილი“ უწოდა - ლეგენდარული ნილ არმსტრონგის საპატივსაცემოდ.
რობოტიზაციის მხარდაჭერა თანამშრომლებისაგან
”რაც უფრო იმატა ავტომატიზირებულმა პროცესებმა, გაიზარდა თანამშრომლების ჩართულობა რობოტებზე სახელის შერქმევაში, რამაც საგრძნობლად გაახალისა სამუშაო გარემო. თანამშრომლებმა გუნდის სრულუფლებიან წევრად მიიღეს თითოეული რობოტი საკუთარი უნიკალური სახელით. დეპარტამენტებმა, რომლებსაც დიდი რაოდენობის რუტინული და განმეორებადი დავალებები ჰქონდათ, განსაკუთრებული ენთუზიაზმით მიიღეს ავტომატიზაცია. ამ ყველაფერმა დიდი წვლილი შეიტანა რობოტიზაციის წარმატებით დანერგვასა და პროცესების დაჩქარებაში.“ - ჟოზე ორდინას-ლუისი.
ორდინას-ლუისმა მხარდაჭერის გუნდის საკმაოდ დიდი რესურსი მიუძღვნა ეფექტური მართვის ცენტრის (CoE – Center of Excellence) შემუშავებას. ”ადრეულ ეტაპზე ბევრმა არ იცოდა თუ რა იყო RPA და რა მოლოდინი უნდა ჰქონოდათ სისტემისაგან“ - იხსენებს ორდინას-ლიუისი. ”ჩვენმა გუნდმა დროის დიდი ინვესტიცია ჩადო კომუნიკაციის გეგმისა და ჩარჩოების შემუშავებაში. ასეთი ყოვლისმომცველი გეგმა გადამწყვეტი გახდა ადრეულ ეტაპზე თანამშრომლების რობოტიაზიაციში ჩართვასა და სისტემის შემდგომ დანერგვაში.“
100 ავტომატიზაცია
”ავტომატიზაციის სპექტრის ერთ მხარეს გვაქვს დიდი IT ორიენტირებული პროექტები, ხოლო მეორეს მხარეს ისეთი End User-ები როგორიცაა Microsoft Excel მაკროსები. რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ, რომ არსებობს საკმაოდ დიდი ზომის დაშორება ამ ორ მოცემულობას შორის, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ პოტენციალიც დიდია. სწორედ ამ სიტუაციაში შეიძლება კონკურენტუნარიანობის სწრაფი მომატება, რაც სწორად დანერგილი ავტომატიზაციით დახმარებით არის შესაძლებელი.“ - განმარტავს ორდინას-ლიუისი.
ეფექტური მართვის ცენტრმა (CoE) წარმატებით განახორციელა 100 პროცესის ავტომატიზაცია. მიუხედავად ამისა გუნდი ჯერ კიდევ ცდილობს მოუძიებელი შესაძლებლობების აღმოჩენას და ახალი გზების პოვნას.
”ჩემი გუნდი მუშაობს ბიზნესის ეფექტიანობის ზრდაზე, რაშიც RPA ტექნოლოგიებს უდიდესი წვლილი შეაქვს. UiPath ტექნოლოგიამ და მისმა გუნდმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა Swiss Re ჯგუფის მიზნების განხორციელებაში.” - ჟოზე ორდინას-ლიუისი, Swiss Re რობოტული ავტომატიზაციის ხელმძღვანელი.
ასევე გაეცანი:
10 000 000 რუპიათი შემცირებული საოპერაციო ხარჯები Max Healthcare-ში