10 000 000 რუპიათი შემცირებული საოპერაციო ხარჯები Max Healthcare-ში

კლიენტის მიმოხილვა

MAX Healthcare - ჩრდ. ინდოეთში მდებარე უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელი.

პროცესის ტიპი

მონაცემთა რეკონსილაცია სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემებთან (CGHS, ECHS).

 

MAX Healthcare პაციენტებისა და დოკუმენტაციის ბრუნვის მატებასთან ერთად წააწყდა ინფორმაციის სწრაფ და უშეცდომო გადამუშავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 

MAX Healthcare-ში დაინერგა UiPath Enterprise პლატფორმა ისეთი პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის როგორებიცაა: ზარალების მართვა, მონაცემთა ასახვა/ვალიდაცია და სხვა.

 

MAX Healthcare, როგორც ჩრდ. ინდოეთში არსებული უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელი, აქტიურად მუშაობს დიდი მოცულობის მონაცემებთან, რომელთა დროული დამუშავებაც ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს. ყოველი პროცესი, დაწყებული მონაცემების სისტემაში ასახვით და დამთავრებული სადაზღვეოსთან თუ სახელმწიფო ჯანდაცვის სტრუქტურებთან რეპორტინგით, მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს და შეცდომების ნულოვან მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება საჭიროებს საკმაოდ დიდ დროს, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს შეცდომების სიმრავლეზე. ეს უკანასკნელი კი აბსოლუტურად და კრიტიკულად დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ამ ამოცანებთან გასამკლავებლად, MAX Healthcare-მა გადაწყვიტა UiPath Enterprise RPA პლატფორმის ინტეგრაცია. პროცესების რობოტიზაციამ საგრძნობლად შეამცირა მონაცემების დამუშავების დრო (TAT) და დააჩქარა ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაცია.

 

დიდი ოდენობის ტრანზაქციებთან გამკლავება ყოველდღიურად

 

MAX Healthcare გახლავთ ჰოსპიტალური ქსელი ჩრდ. ინდოეთში, რომელიც აერთიანებს 14 ჰოსპიტალს, 29 ამბულატორიასა და 2300-ზე მეტ ექიმს. ორგანიზაცია თავის პაციენტებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისს სთავაზობს.

 

მთავარი გამოწვევა, რომელსაც MAX Healthcare დაუპირისპირდა გახლდათ, დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება, რომელიც ადამიანური რესურსის დახმარებით იწარმოებოდა, ასევე:

  • მონაცემების შეყვანა და რეკონსილაცია, რაც მოითხოვდა დიდ ადამიანურ რესურსს და იწვევდა უამრავ დაშვებულ შეცდომას;
  • მონაცემების ხანგრძლივი დამუშავების გარდა კომპანია შეხვდა ისეთ პრობლემებს როგორიცაა, ზარალების მართვა, ინფორმაციის სხვადასხვა სისტემაში ასახვა, მონაცემების მოძიება და კონტროლი, წვდომის შეზღუდვა და სხვა.
  • დიდი მოცულობის არასტრუქტურირებული მონაცემები;
  • ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ხარვეზები - ინფორმაციის არასრულად, შეცდომით ან არასწორი ფორმატით ასახვა;
  • პაციენტთა დიდი ნაკადით გამოწვეული გაზრდილი სამუშაო დატვირთვა და სტრესი.

 

“UI Path-ის დანერგვამდე უამრავი სხვადასხვა ტიპის მექანიკური დავალების ხელით შესრულება გვიწევდა. დავალებების უმეტესობა იყო ერთგვაროვანი და ამასთან ერთად ხშირად იცვლებოდა. პიკური დატვირთვები კი პირდაპირ პროპორციულად მოქმედებდა დაშვებული შეცდომების რაოდენობაზე. ადამიანური რესურსით ამ მოცულობის სამუშაოების დროული შესრულება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სავსებით ცხადი გახდა, რომ უნდა მოგვეძებნა და დაგვენერგა რაიმე ტიპის ციფრული გადაწყვეტა. UiPath გაგვაცნო ჩვენმა პარტნიორმა კომპანიან RPATech-მა და მას შემდეგ სისტემის გარეშე მუშაობაზე არც კი გვიფიქრია.“ - იოგეშ გუფთა, Max Healthcare ფინანსური აღრიცხვა, ვიცეპრეზიდენტი.

 

პროცესების სწორად შერჩევა შემდგომი რობოტიზაციისათვის

 

კლიენტის მთავარი პრიორიტეტები გახლდათ არსებული პროცესების ეფექტიანობის ზრდა, გაუმჯობესებული სიზუსტზე და პროცესების ხანგრძლივობის შემცირება. რჩევის მისაღებად MAX Healthcare-ის წარმომადგენლებმა მიმართეს RPATech-ს, კომპანიას რომელიც ძირითადად პროცესების რობოტიზაციის კონსულტირებაზე ფოკუსირდება. RPATech სხვადასხვა ინსტრუმენტითა და გადაწყვეტებით ეხმარება კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციაში, რობოტების მორგებაში და მათ შემდგომ ოპტიმიზაციაში. RPATech-ის წარმომადგენლებმა შეაფასეს MAX Healthcare-ის პროცესები, რის შემდგომაც მიღებულ იქნა პროცესების რობოტიზაციის დანერგვის გადაწყვეტილება.

 

ჩვენს სისტემაში ძალიან დიდი მოცულობის მონაცემებთან გვიწევს მუშაობა. დაახლოებით რომ მოიაზროთ ინფორმაციის მოცულობა, წარმოიდგინეთ თითოეულ პაციენტს დღის განმავლობაში უგროვდება ასამდე ინტერაქცია, ხოლო ყოველი მათგანი წარმოქმნის დამატებით მონაცემებს. დაგროვილი მონაცემების მაქსიმალური სიზუსტით დამუშავება და სხვადასხვა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვა კი აბსოლუტური სიზუსტით უნდა განხორციელდეს. RPA ტექნოლოგიის დახმარებით მივაღწიეთ შედეგს, რომლის მიღწევაც მხოლოდ ადამიანური რესურსზე დაყრდნობით აბსოლუტურად არარეალური გახლდათ.„

იოგეშ სარინი

MAX Healthcare-ის ფინანსური დირექტორი  (CFO).

 

ალოკ მანი, RPATech გენერალური დირექტორი (CEO), ინტერვიუში საუბრობს, „MAX Healthcare-ში გადაწყდა, რომ რობოტიზაციის დანერგვა უნდა დაწყებულიყო არა გლობალურად, არამედ მხოლოდ რამოდენიმე პროცესით. სწორედ ამ მიზეზით ვურჩიეთ UiPath, რადგან სისტემა ძალიან მარტივია და ძალიან მცირე დოზით საჭიროებს IT ჩარევას.“ გადაწყდა ისეთ მიმართულებებზე ფოკუსირება, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს დადებდნენ მოკლე დროში. შეირჩეულ იქნა რამდენიმე მთავარი მიმართულება, სადაც მოხდებოდა პროცესების ავტომატიზაცია:

  • ზარალების დამუშავება;
  • მონაცემების რეკონსილაცია/ვალიდაცია და რეპორტინგი ჯანდაცვის სტრუქტურებისთვის (CGHS, ECHS).

 

UiPath რობოტების გავლენა სამუშაო პროცესებზე

 

დეველოპერების გუნდმა არსებული პროცესების გაანალიზებით შეიმუშავა ავტომატიზაციის დანერგვის სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავდა საჭირო ტექნოლოგიებსა და პლატფორმებს. UiPath პლატფორმაზე შემუშავდა პირველი რობოტი, რომელიც ზარალების დამუშავებაზე გახლდათ პასუხისმგებელი. რობოტს დაევალა მომხმარებლის მონაცემების Outlook & PDF ფაილებიდან შეგროვება და მათი CSV ფორმატში გადაყვანა. შედეგად მივიღეთ ინფორმაციის მოქნილი და რაც მთავარია, გაერთიანებული ბაზა.

 

UiPath Enterprise პლატფორმის გამოყენებით, კონკრეტულად CGHS და ECHS სქემებისთვის შეიქმნა მონაცემთა ასახვის ახალი გადაწყვეტა. რობოტი ავტომატურად შედის ECHS პორტალში 17 სხვადასხვა საავადმყოფოსა და TPA-ს URL-ით. იგივე პრინციპი მოქმედებს CGHS სქემასთან მიმართებაშიც - 12 სხვადასხვა საავადმყოფო შესაბამისი URL-ით.

 

რობოტები-max-healthcare

 

URL-ებზე წვდომის მიღების შემდეგ, რობოტი კითხულობს პაციენტის ტრანზაქციათა ბაზას და იწყებს მის შემდგომ ვალიდაციას. ყოველი საკითხის ვალიდურობის დამტკიცების შემდეგ, რობოტი ავტომატურ რეჟიმში აგზავნის ელ-ფოსტას შესაბამის განყოფილებასთან.

 

რობოტიზაციის დანერგვის პროცესში კიდევ რამდენიმე გამოწვევამ იჩინა თავი. ალოკ მანი (RPATech გენერალური დირექტორი - CEO) იხსენებს: ”ზარალების დამუშავების პროცესი დაახლოებით 28 სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან ხორციელდებოდა. პრობლემა უკავშირდებოდა მათ მიერ მოთხოვნილი ფორმატების მრავალფეროვნებას, როგორიცაა: PDF, დასკანერებული სურათები, ელ-ფოსტა თუ სხვა. აქედან გამომდინარე გვიწევდა ყოველი კომპანიისათვის განსხვავებული მიდგომების შემუშავება.“ მომხმარებლების ფუნქციონალური და ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ერთად, აუცილებელი გახლდათ სხვადასხვა დეპარტამენტს შორის კოორდინაციის შენარჩუნება, რაც მოცემულ ვადებში თითქმის შეუძლებელი იყო.

 

ავტომატიზაციის ეფექტიანობა ყოველდღიურ პროცესებში

 

RPA სისტემის წარმატებული ინტეგრაციით, MAX Healcare-მა მოახერხა განმეორებადი პროცესებიდან ადამიანური რესურსის ჩართულობის მაქსიმალურად აღმოფხვრა. ამასთან ერთად მიიღო ისეთი სარგებელი როგორიცაა:

  • ბრუნვის შემცირებული ვადები: პროცესების მონიტორინგისა და მართვის ეფექტიანობის ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ბრუნვის დრო. ზარალების დამუშავების ვადები მინიმუმ 50%-ით შემცირდა, ხოლო CGHS & ECHS–მა დრო 65% - 75%-ით დაზოგა.
  • მცირე ინვესტიცია, მეტი დანაზოგი: მინიმალური ინვესტიციის პირობებშიც კი, ორგანიზაციამ შეძლო შეცდომებისა თუ უზუსტობების შემცირება და განაახლა შეჩერებული/გადავადებული გადახდები.
  • გაუმჯობესებული ციფრული ტრანსფორმაცია: პროცესების გამარტივების გარდა, RPA სისტემის ინტეგრაციამ საგრძნობლად დააჩქარა კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია.
  • გაუმჯობესებული უსაფრთხოება და ვალიდურობა: გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკული მონაცემების წარმოება-დამუშავება რობოტების ხელში გადავიდა, საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც უსაფრთხოება და დაცულობა, ისე ინფორმაციის ვალიდურობის მაჩვენებელი.
  • პერსონალის გაუმჯობესებული გამოცდილება: განმეორებადი დავალებების ჩამოშორებამ, დადებითი გავლენა იქონია პერსონალის სამუშაო განწყობაზე, რადგან მათი რუტინული საქმიანობა ჩაანაცვლა მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანმა საკითხებმა.
  • დაგეგმვა და მართვა: რობოტების მიერ წარმოებულმა მონიტორინგმა და პროცესების ორგანიზაციის მასშტაბით მართვამ, პერსონალს უფრო დიდი სურათი და კონტროლის საშუალება მისცა.

 

UiPath–ის ინტეგრაციით მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მუდამ ცდილობს ავტომატიზაციაზე მორგებადი პროცესების აღმოჩენას. ”UiPath სწრაფად მასშტაბირებადი გადაწყვეტაა, რომელიც სწრაფი და რაც მთავარია ძალიან ეფექტურია. მიღებული შედეგები და ROI ბევრად აღემატება ჩვენს მოლოდინს, სწორედ ამიტომ გირჩევთ UiPath რობოტიზაციის სისტემას ყველას, ვისაც სურს ავტომატიზაციაში მოგზაურობის დაწყება.”- ამბობს იოგეშ გუფტა. MAX Healthcare გეგმავს ისეთი პროცესების რობოტიზაციას როგორიცაა: საბანკო მონაცემების კითხვა და დამუშავება, ვენდორთა ინვოისების დამუშავება და სხვა.