Ekaterine Dvalidze

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესიული კარიერა  „ენ ჯი თი ჯგუფში“ დაიწყო, ოფისის მენეჯრის პოზიციაზე, როცა შანსი მომეცა,  მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ეს არის ადგილი, რომელიც დამეხმარა ჩემი შესაძლებლობების აღმოჩენასა და გამოვლენაში. ასევე მიბიძგა მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილებისკენ და ამჟამდ პროფესიულ განვითარებას HR -ის მიმართილებით ვაგრძელებ.

 

ჩვენთან თანამშრომლის კომფორტზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა. აქ დღის ძირითად ნაწილს სასაიამოვნოდ ვატარებ, ყოველი ახალი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია, საინტერესო გამოწვევებით. ვიღებ კონსტრუქციულ უკუკავშირს და ვგრძნობ, რომ შემიძლია შევიტანო ღირებული წვლილი კომპანიის განვითარებაში.

 

ვთვლი რომ, ერთ-ერთი კომპონენტი, რაც  „ენ ჯი თი ჯგუფს“ გამოარჩევს ჩვენი პროდუქტისა და სერვისის მაღალი სანდოობა და ხარისხია.

 

დღემდე მაოცებენ ჩემი კოლეგები, თავიანთი საქმის სიყვარულით და პროფესინალიზმით, რაც მაძლევს უდიდეს მოტივაციას და მიღვივებს მეტის გაკეთების სურვილს. გამიმართლა, რომ ასეთი მეგობრული ადამიანებისგან შემდგარი გუნდის წევრი ვარ.