01 / 06 / 20

Qlik BI ინტეგრაცია ავერსი ჯგუფში

გამოწვევები

 

  • დიდი მოცულობის და მრავალფეროვანი მონაცემთა წყაროების ერთ ინტერფეისში გაერთიანება:
    • დამოუკიდებელი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემები;
    • მონაცემთა ბაზები;
    • სხვადასხვა Excell-ის ფაილები;
  • ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია და ანალიტიკა;
  • დროის რეალურ რეჟიმში მართველობითი (საოპერაციო) ანგარიშგებები სასურველი დეტალიზაციით ;

 

გადაწყვეტა

 

კომპანიაში დაინერგა Qlik Sense 3rd Generation BI ანალიტიკისა და ვიზულიზაციის  სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:

  • დიდი მოცულობისა და მრავალფეროვანი მონაცმების რეალურ დროში დამუშავებას;
  • ერთ ინტერფეისში ყველა სასურველი ანგარიშგებების გაერთიანებას;
  • ბუღალტრული აღრიცხვის (GL) ჩანაწერების შეგროვებას 2 განსხვავებული სააღრიცხვო სისტემიდან;
  • ანგარიშების დაჯგუფებას და კლასიფიკაციას Mapping ფაილის მიხედვით;
  • ელიმინაციის, კორექტირებისა და ხარჯების გადანაწილებას მუხლების დონეზე;
  • IFRS სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების მომზადებას;
  • Top მენეჯმენტისთვის სასურველი მოქნილი ფინანსური და მართველობითი ანგარიშგებების ავტომატიზაციას.

 

სარგებელი

 

  • კონსოლიდირებული ფინანსური შედეგები ხელისგულზე;
  • რეალურ დროში ავტომატურად განახლებადი ფინანსური შედეგების ანალიტიკა;
  • მმართველობითი (საოპერაციო) ანგარიშგებებზე დაზოგილი დრო;
  • საოპერაციო მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა;
  • მობილურობა და საქმიანობა ნებისმიერი ლოკაციიდან;

 

 

ისტორია

 

„ავერსი ჯგუფი“ დაარსდა 1994 წლის 14 ნოემბერს. ეს არის ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი მოწინავე ფარმაცევტული, კლინიკური, სადაზღვევო და ჰოსპიტალური მიმართულებების მქონე კომპანია, რომლის მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. კომპანიის სახელი ლათინური წარმოშობისაა და უწყვეტ, თანაბაზომიერ განვითარებასა და სპირალურ წინსვლას ნიშნავს. სლოგანი კი - „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს“, ხაზს უსვამს კომპანიის ძირეულ ღირებულებებს.

 

გამოწვევა

 

ავერსი ჯგუფის ინკლუზიურმა და სწრაფმა ზრდამ აუცილებელი გახადა მონაცემების ანალიტიკის მოქნილი სისტემის დანერგვა. მოთხოვნები მოიცავდა ისეთ დაველებებთან გამკლავებას როგორებიცაა: მრავალფეროვანი და დიდი მონაცემები, ფინანსური ანგარიშგებების კონსოლიდაცია, სცენარული ანალიზი, ინვესტიციების შეფასება/დათვლა (ცვლადი პარამეტრების გამოყენებით), რეპორტებისა და ანგარიშგების გენერირება რეალურ დროში. აღნიშნული მიზნის განხორციელება არსებული  ERP სისტემების მოუქნელი რეპორტინგის მოდულისა და მრავალფეროვანი მონაცემთა წყაროების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო. არსებული სისტემა არ იძლეოდა სასურველ მმართველობით ანალიტიკურ რეპორტების ერთიან სისტემაში გენერირების საშუალებას.

 

გადაწყვეტა

 

2018 წლიდან „ავერსი ჯგუფმა“ შეარჩია და დაწყო Qlik Sense 3rd Generation BI დიდი მონაცმების მარტივად დამუშავების, ავტომატიზებული, რეალურ დროში განახლებადი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ანალიტიკური სისტემის დანერგვა. BI სისტემის დანერგვამ შესაძლებელი გახადა ოპერატიული მართვის ერთიანი ანალიტიკის სისტემის ჩამოყალიბება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაყვეტილებების რეალურ დროში მიღება.

 

სარგებელი

 

Qlik-ის დახმარებით კომპანიამ უზრუნველყო სასურველი მოქნილი მართველობითი (საოპერაციო) და  ფინანსური ანგარიშგებების გენერაციის დროში დაჩქარება. ერთი-ფანჯრის პრინციპით ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური შედეგებისა და სხვადასხვა მართველობით (საოპერაციო) ანგარიშგებების ავტომატიზაციამ უზრუნველჰყო „სრული სურათის“ დანახვა და საოპერაციო მენეჯმენტის ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდა.

 

Similar news