FGILI და პროცესების ავტომატიზაცია

კლიენტის მიმოხილვა

Future Generali India Life Insurance Company Limited (FGILI) ორი გიგანტი კომპანიის ბიზნეს გაერთიანებაა: Future Group - წამყვანი ინდური კომპანია საცალო გაყიდვების მიმართულებით და Generali Group - გლობალური სადაზღვევო ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო ინტელექტუალურ კომპანიას შორისაა.

პროცესის ტიპი

თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდა.

https://ngt.ge/files/uploads/images/future-general.jpg

 

33 სამუშაო პროცესის ავტომატიზაციით, UiPath ეხმარება FGILI–ს პროდუქტიულობის ზრდაში, უზუსტობების აღმოფხვრაში და პროდუქტიულობის ზრდაში

 

FGILI ორი გიგანტი კომპანიის ბიზნეს გაერთიანებაა: Future Group - წამყვანი ინდური კომპანია საცალო გაყიდვების მიმართულებით და Generali Group - გლობალური სადაზღვევო ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო ინტელექტუალურ კომპანიას შორისაა. გაერთიანება 2007 წლის სექტემბერში შედგა, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანების ცხოვრების დაცვა და გაუმჯობესება იყო.

 

FGILI გახლდათ ყველაზე სწრაფად მზარდი სადაზღვევო კომპანია ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, რომელმაც ამ დროის მანძილზე უზრუნველყო 138,000-მდე ადამიანის კეთილდღეობა ზარალების 95,15%-ის გადაწყვეტით. კომპანიის ოფისები მთელი ინდოეთის მასშტაბით 117 ლოკაციაზეა განთავსებული.

 

FGILI ჯგუფმა წარმატებით განამტკიცა საკუთარი პოზიცია ორივე კომპანიის თავდაპირველი მიმართულებით და სწრაფად ჩამოყალიბდა როგორც უნივერსალური სადაზღვევო კომპანია.

 

ავტომატიზაცია სადაზღვევო კომპანიაში

 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მუშაობს AS / 400 პლატფორმაზე, არსებობს უამრავის პროცესი, რომელიც სისტემის მიღმა რჩება - პროცესები, რომლებიც უშუალოდ ბიზნეს ოპერაციებთან არის დაკავშირებული. მსგავსი პროცესები გამოიყენება(ან თვითონ იყენებს) ზარალების ანაზღაურებისა და პოლისების გაცემის ციკლის სხვადასხვა საფეხურზე.

 

არც თუ შორ წარსულში, ყველა პროცესი ხელით სრულდებოდა და თითოეული პროცესის სისრულეში მოყვანა საშუალოდ 7 დღეს დღეს მოითხოვდა. პროცესების ავტომატიზაციის ძირითადი მიმართულება როგორც FGILI ჯგუფში, ისე სხვა სადაზღვევო კომპანიებში ახალ მოთხოვნებსა და აპლიკაციებზე დახარჯული დროის შემცირებაა. მაგალითად, მომხმარებელზე შეგროვებული უზარმაზარი მონაცემები RPA ტექნოლოგიის დახმარებით იტვირთება მთავარ სისტემაში, რითიც აღმოიფხვრება როგორც ადამიანური ჩარევის აუცილებლობა, ისე შეცდომების დაშვების შესაძლებლობა.

 

”ოპერაციების დეპარტამენტს, როგორც ხარჯების ცენტრს, შეუძლია ორგანიზაციის მომგებიანობის გაზრდა, მოქნილი და ხარჯეფექტური პროცესების დანერგვით. RPA ტექნოლოგია კი ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.” - ნილეშ დოპეშვარკარი, FGILI ვიცე პრეზიდენტი.

 

კომპანიებისთვის როგორიცაა FGILI, რომლებიც ინდოეთის სადაზღვევო ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ახალ მოთამაშეებად ითვლებიან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის მოქნილობა და სწრაფი მასშტაბირება.

 

პირველი ნაბიჯები პროცესების რობოტიზაციაში
და არჩევანი UiPath-ზე

 

2017 წლის ივნისში, FGILI ჯგუფმა ჩაუშვა ავტომატიზაციის სატესტო პროგრამა Python-ის გამოყენებით, რამაც უფრო ნათელი წარმოდგენები შექმნა RPA ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და მასშტაბების შესახებ. საპილოტედ გაშვებული სისტემა Asia Leadership Group Meet-ზე სამაგალითო ინოვაციად დასახელდა.

 

ამ ყველაფერმა დადებითი გავლენა მოახდინა მენეჯმენტის დამოკიდებულებაზე RPA ტექნოლოგიის მიმართ, რამაც თავის მხრივ გაზარდა მხარდაჭერა. სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების მრავალფეროვანმა ჯგუფმა შეაჯამა ბაზარზე არსებული RPA ტექნოლოგიები ფუნქციონალური თვალსაზრისით.

 

RPA ტექნოლოგიის დანერგვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი კორპორატიული კლიენტებისთვის ჯგუფური პოლისების შედგენა გახლდათ. ყოველდღიურად თითქმის 50 ტრანზაქცია ხორციელდება საკმაოდ რთული შიდა პროცესებით. სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენეს Python ავტომატიზაცია, რის საფუძველზეც Future Generali India Life-ში დაინერგა RPA ტექნოლოგია.

 

პოლისების გაცემის ავტომატიზაცია

 

გუნდმა პირველი ავტომატიზაციისთვის რამდენიმე კონკრეტული პროცესი შეარჩია. სისტემის არჩევანი UiPath–ის RPA პლატფორმა შეჩერდა, რადგან მისი დანერგვა შედარებით მარტივი და ინტუიტიურია.

 

კლიენტებისათვის პოლისების (კონკრეტული კლიენტის მქონე ყველა თანამშრომლისთვის), ჩანაწერების და დოკუმენტაციის გაგზავნა ხელით ხორციელდებოდა. ამ პროცესის ავტომატიზაციაზე გაშვებული რობოტი კი დამოუკიდებლად იღებს ინფორმაციას მთავარი სისტემიდან და ადამიანური რესურსის ჩართვის გარეშე აგზავნის კლიენტთან.

 

პროცესების რობოტიზაციამ შესამჩნევად გააუმჯობესა მონაცემების უსაფრთხოება. რობოტის მიერ ელ-ფოსტით გაგზავნილი ყოველი ფაილი პაროლით არის დაცული.

 

FGILI ჯგუფმა ინტეგრაციის პირველ ეტაპზე დაადგინა ანდერრაითინგის და პოლისების გაცემის გაუმჯობესების შესაძლებლობები. ბიზნესის პროცესების გადაბარება მოითხოვდა ვალიდაციის უმრავი საფეხურის გავლას. აუცილებლად უნდა გადამოწმებულიყო კორპორატიული იდენტობა, პოლისები და ღია მოთხოვნები ანდერრაითინგთან მიმართებაში.

 

”RPA სისტემის პროცესებში დანერგვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი აღმოჩნდა. მოხარული ვართ, რადგან განმეორებადი და რუტინული დავალებები სრულად რობოტების დახმარებით სრულდება და რომ ჩვენი ღირებული ადამიანური რესურსი მეტად პროდუქტიულ საკითხებზეა მიმართული. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა იქონია ჩვენი კომპანიის საერთო პროდუქტიულობაზე. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტეთ RPA-ს სხვა პროცესებში გამოყენებაც.“ - ს. მაჰეში, FGILI აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი.

 

ერთ-ერთი ასეთი პროცესი იმ თანამშრომლების იდენტიფიკაციაა, რომლებსაც ევალებათ ანდერრაითინგის შესრულება. ეს კონკრეტული პროცესი მოითხოვს სხვადასხვა სისტემაში რამდენჯერმე შესვლა-გასვლას და ამავდროულად ორ ან მეტ მონიტორზე ერთდროულად მუშაობას. ამ ტიპის რუტინული და არაფექტური პროცესები მოითხოვდა უამრავ დროს და ენერგიას. ავტომატიზაციის დახმარებით ზემოხსენებული პროცესის ციკლის დრო 8საათიდან 15 წუთამდე შეამცირდა და რაც მთავარია ყოველგვარი შეცდომების გარეშე. რუტინული პროცესების შესრულების ბოლო ეტაპზე საკმაოდ ხშირია შეცდომების დაშვება, რაც ადამიანის დაღლილობით არის გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ რობოტები არ იღლებიან, მათ შეუძლიათ მაქსიმალური სიზუსტის შენარჩუნება.

 

საბანკო ტრანზაქციების შემოწმება-დადასტურების ავტომატიზაცია

 

FGILI ჯგუფი ცხრილებზე დაფუძნებული გადაწყვეტის დახმარებით აწარმოებდა ტრანზაქციების შემოწმება-დადასტურებას. RPA სისტემის დანერგვის ერთ-ერთი კონკრეტული მიზანიც სწორედ ამ პროცესებზე დახარჯული დროის მნიშვნელოვნად შემცირება გახლდათ. მიუხედავად პროცესებზე დახარჯული დროის რობოტიზაციის დახმარებით საგრძნობლად შემცირებისა, მაინც არსებობს ადამიანის ჩარევის საჭიროება.

 

UiPath RPA ტექნოლოგიის დახმარებით, კომპანიამ შეძლო ისეთი პროცესების კონფიგურაცია, როგორიცაა:

 

  1. შესამოწმებელი და დასადასტურებელი საბანკო ტანზაქციებისა და ანგარიშგებების ატვირთვა

საბანკო ტანზაქციების და ანგარიშგებების ძირითადი სისტემიდან რობოტისთვის გადამისამართება საკმაოდ მარტივად განხორციელდა RPA ხელსაწყოს დახმარებით.

 

  1. ტრანზაქციების შესაბამისობის პროცესი

Robot Matching გადაწყვეტის გამოყენებით, სისტემამ შეძლო მოქნილი წესების კონფიგურირება, რომლის დახმარებითან ავტომატურად დაამტკიცა ტრანზაქციების 93%. დანარჩენი 7% კი შეადგენდა ნაწილობრივ შესაბამისობაში მყოფი ტრანზაქციებისა და ვარიაციების კომბინაციას.

 

  1. ძირითად სისტემაში ასახვა

შეიქმნა ძირითად სისტემაში ინფორმაციის ასახვაზე მორგებული ჟურნალი. ხოლო მოქნილი ფილტრაცია და დაჯგუფების ხელმისაწვდომი შაბლონები გამოყენებულ იქნა როგორც ჟურნალის ფუძე, რათა გამარტივებულიყო მონაცემების ზუსტი და უშეცდომო ატვირთვა შესაბამის ველში.

 

  1. შემოწმება-დადასტურების განცხადების მომზადება და შედგენილი ჯურნალის მთავარ საბუღალტრო წიგნში ატვირთვა.

ავტორიზაციის შემდეგ, შემოწმება-დადასტურების განცხადება და კორექტირების ჟურნალი რობოტის დახმარებით ავტომატურად იტვირთება ძირითად სისტემაში და ამავდროულად მთავარ საბუღალტრო წიგნში.

 

ერთადერთი ხელით შესასრულებელი ნაბიჯი ამ პროცესში დაგენერირებული ჟურნალის შემოწმება და ვალიდაციაა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ ნაბიჯის საერთოდ გაუქმება. ამრიგად, შემოწმება-დადასტურების პროცესი სრულად ავტომატიზირებადია.

 

„საბანკო ტრანზაქციების შემოწმება-დადასტურების პროცესების 83% ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ავტომატიზირდა. RPA ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფინანსური სექტორის სრული ტრანსფორმაცია.“ - თომას ჟოზე, FGILI ფინანსური დირექტორი.

 

უწყვეტი პროგრესი: პირველი ნაბიჯები ბუღალტერიაში

 

ჩვენ ველოდით გამონაკლისების აღმოჩენას დროთა განმავლობაში და ვიცოდით რომ მოგვიწევდა ავტომატიზაციის ჟურნალის პერიოდული განახლება. ამასთან ერთად, განახლებას მივეცით ყოველდღიური სახე, რაც პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

 

ავტომატიზაციის საერთო სარგებელი ადამიანის პროდუქტიულობის და სიჩქარის ზრდის ფონზე გამოჩნდა. ეს შრომატევადი რუტინული დავალებები ყველაზე დიდი წინაღობა გახლდათ ავტომატიზებულ სამუშაო პროცესზე გადასვლისას. ამას გარდა, გამოთავისუფლებული ადამიანური რესურსის გადამისამართებამ საკმაოდ გაამარტივა პროცესების მთელი რიგი. ამ Case Study-ზე მუშაობის პროცესში FGILI უკვე სარგებლობს UiPath–ის 33 განსხვავებული ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციით.

 

”RPA ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენი მუშაობის პრინციპს, შეამცირებს ძალისხმევას რუტინული დავალებების შესასრულებლად და მოგვცემს მოწინავე შემეცნებითი პროგრამების დანერგვის საშუალებას, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ადამიანის განსჯის საფუძველზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის უკვე დავამუშავეთ 33 ავტომატიზაცია. ”- ბიჯუ ჯოზეფი, FGILI CTO.

 

ავტომატიზაციის გეგმა

 

რეალურ ცხოვრებაში არსებული პროცესების უმრავლესობა არასტრუქტურირებული მონაცემებისაგან შედგება, რაც ზღუდავს RPA ხელსაწყოების გამოყენებადობას. სწორედ აქ იჩენს თავს ავტონომიური და კოგნიტური შესაძლებლობები. ამ ტიპის გადაწყვეტების პოტენციალი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა, მოუწესრიგებელი მონაცემების ათვისების, გამოცდილების შეძენის და საბოლოოდ, გადაწყვეტილების ავტონომიურად მიღების უნარი.

 

კოგნიტური ავტომატიზაციის განხორციელება ხელს შეუწყობს RPA პროექტებში არაკონსტრუქციულ მონაცემების და რთულ წესების დამუშავებას, თუმცა გაზრდის ვადებს და ღირებულებას. ამრიგად, ავტომატიზაციის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ავტომატიზაციის საბოლოო ნაბიჯებსაც.