ანა ბერაძე

ana-beradze

 

მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი

"„ჩემთვის ენ ჯი თი ჯგუფი“ არის ადგილი, რომელიც გაძლევს იმაზე მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერ სამსახურს შეუძლია. ჩვენ მუდმივად მზარდი და განვითარებადი კომპანია ვართ. არსებული ორგანიზაციული კულტურა კი ყველა რგოლის თანამშრომელს აძლევს პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

 

ვთვლი, რომ თითოეული თანამშრომელი ყოველ დღე არის იმაზე ერთ ნაბიჯით წინ, ვიდრე გუშინ იყო. კომპანიაში მოსვლის პირველივე დღიდან ვსწავლობ ძალიან ბევრს და, რაც მთავარია, აქ ყოველთვის ყველა მზად ვართ, რომ ერთმანეთს პროფესიულ ზრდაში დავეხმაროთ.

 

ვამაყობ  კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტებით. ჩვენ ყოველთვის მიმდინარე მოვლენების პულსზე გვიდევს ხელი და წვლილი შეგვაქვს სახლმწიფო დონეზე წამოწყებულ ახალ, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში.

 

ჩვენთან არსებული მეგობრული სამუშაო გარემო კი ყოველთვის მაძლევს პოზიტიურ მუხტს, რაც ჩემთვის დიდი პლიუსია სამუშაო დღის გამარტივებისთვის."

ana-beradze

 

მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი