Qlik ბიზნეს ანალიტიკა - ფინანსები
რატომ არის მონაცემები უმნიშვნელოვანესი რესურსი?
დღესდღეობით ფინანასური ინდუსტრია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კომპანიები აქტიურად იყენებენ მათ განკარგულებაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს - მონაცემებს. სწორედ ამ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ხდება შემდგომი სტრატეგიების განსაზღვრა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება.
ანალიტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ცალკეული დეპარტამენტისა და თითოეული რგოლის მენეჯმენტისათვის:
- ფილიალის მენეჯერი - საჭიროებს ინფორმაციას, რომელიც ზუსტად ასახავს დაგენერირებულ მოგებებს მომხმარებლის სეგმენტირების ფონზე;
- რისკ მენეჯერი - საჭიროებს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებასა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში;
- ფინანასური მენეჯერი - საჭიროებს ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტების შესახებ, რომელიც ნათლად ასახავს გაწეულ ხარჯს და მიღებულ მოგებებს.
ბიზნესის წარმატებისათვის აუცილებელია ახალი ტრენდისა და მოთხოვნების აღმოჩენა და მათი დაკმაყოფილება, რაც გაყიდვების ზრდა-შენარჩუნებას ემსახურება.
როგორ შევინარჩუნოთ მომგებიანობა Qlik-ის დახმარებით
Qlik გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი მონაცემთა კონსოლიდაციის, ვიზუალიზაციის და რაც მთავარია ანალიტიკის კუთხით. ეს თანამედროვე პლატფორმა ეხმარება ბიზნესს მომხმარებლის სურვილების დადგენა-დაკმაყოფილებაში.
სისტემის საშუალებით აღმოაჩენთ და გამოიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც აქამდე არც კი აქცევდით ყურადღებას.
სისტემის დახმარებით საგრძნობლად გააუმჯობესებთ ბიზნეს ხედვებს და შეძლებთ ხელთარსებული ინფორმაციის სრული პოტენციალით გამოყენებას - გაყიდვების მაჩვენებელი, მომგებიანობის განსაზღვრა, კონკრეტული ფილიალის პერფორმანსი და ა.შ.
ამ თანამედროვე ანალიტიკური პლატფორმის დახმარებით გაანალიზებთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას და განახორციელებთ ეფექტურ შეთავაზებებს. მომგებიანობის დასაანგარიშებლად დააკავშირებთ გაყიდვების მაჩვენებელსა და P&L-ის მონაცემებს. ასევე გამოავლენთ ზარალისა და მოგების თანაფარდობას კონკრეტულ რეგიონში და დაადგენთ კრიტიკულ რისკ-ფაქტორებს.
Qlik გახლავთ ბიზნეს ანალიტიკისა და რეპორტინგის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს ათასობით კომპანია სხვადასხვა ფინანსურ სექტორში: ბანკები, ბროკერები, საინვესტიციო კონსულტაცია და აგენტები.
გამართე და გააძლიერე ყოველი ოპერაცია
Qlik ნებისმიერ მომხმარებელსა თუ დეპარტამენტს უზრუნველყოფს ფართო სპექტრის წყაროებიდან შეგროვებული და ერთ სივრცეში მოქცეული ინფორმაციით. მისი დახმარებით ძირეულად შეისწავლით თითოეულ მონაცემს და გადაჭრით ნებისმიერ ამოცანას.
Qlik-ის უპირატესობების მოკლე ჩამონათვალი:
- მონაცემების მუდმივი კონტროლისა და მართვის მექანიზმი;
- ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და სტრატეგიული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება;
- გამჭირვალე გადახდები, აქტივები და ფილიალის საქმიანობა;
- ფილიალის გაყიდვების ზრდა;
- პროდუქციის და ბაზრის შესაძლებლობების გაზრდა;
- რისკ ფაქტორების პროგნოზირება და აღმოფხვრა.