სერვისის აუდიო მონიტორინგი
გახსოვთ რას ამბობდა თქვენი მომხმარებელი?
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მფლობელების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობს მომსახურების გაუმჯობესების ძირეულ ფორმულებს, მათ არ იციან რას ფიქრობს მომხმარებელი, როდესაც სარგებლობს მათი სერვისით ან როდესაც ყიდულობს პროდუქტს.
ჩვენ ვთანხმდებით ფაქტზე, რომ მომხმარებელზე მორგებული მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების აზრის და ხმის არცოდნას მხოლოდ კონკურენტების სურვილების დაკმაყოფილება შეუძლია.
ბიზნესის მფლობელის მიერ, ამ კონკრეტული ინფორმაციის არქონა იწვევს რამოდენიმე შეცდომას:
- მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქმნება არასწორი ბიზნეს ხედვა;
- ჩნდება მცდარი შეხედულება მომხმარებლების ვინაობის დადგენისას;
- იკარგება ემოციური კავშირი მომხმარებელთან;
- რეალურ დროში იკარგება მომხმარებლების რჩევები და აზრები.
როცა ვუსმენთ და გვესმის
ამ პრობლემის გასაღები მომხმარებელსა და თქვენ ბიზნესს შორის არსებული ყოველი ინტერაქციის გაანალიზებასა და შეფასებაში იმალება. VOIX არის ხმის ჩამწერი სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ მომხმარებლის მიერ ინტერაქციისას მიღებული ინფორმაცია. ხმის ჩაწერით და მისი გაანალიზებით მომსახურების დონე სულ სხვა საფეხურზე გადადის. ჩაწერის პროცესი ხორციელდება უშუალოდ მომსახურების გაწევის ადგილებში, სადაც მომხმარებელი უშუალო კონტაქტში შედის თქვენ ბიზნესის ოპერატორთან.
VOIX-ის საშუალებით შეგროვებული ინფორმაციის გარეშე, კომპანიები და ბიზნესები ძირეულად მნიშვნელოვან მონაცემებს კარგავენ, რაც ისევ და ისევ ბიზნესს დააზარალებს.
მომხმარებლის ხმა მთავარი ორიენტირი
VOIX-ის დახმარებით მიღებული სარგებელი:
- კმაყოფილი მომხმარებელი
VOIX-ის დახმარებით საშუალება მოგეცემათ გაანალიზოთ უშუალოდ მომხმარებლის თვალით დანახული პროდუქტი თუ სერვისი და თავისთავად შეძლებთ ამ შეხედულების გაუმჯობესებას.
- კომპანიის თანამშრომლების კონტროლი
ეს კონკრეტული ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, გააკონტროლოთ თანამშრომელთა ქმედებები და შეაფასოთ მათი ქცევა ზემდგომების არყოფნის დროსაც.
- პერსონალის გადამზადების გაუმჯობესებული მეთოდები
VOIX-ის დახმარებით შეძლებთ, გააუმჯობესოთ ტრენინგები. საშუალება გექნებათ ყურადღება გაამახვილოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც მეტად პრობლემატურია მომსახურებისას.