სოფო რუხაძე

"„ენ ჯი თი ჯგუფი“ ჩემთვის არის ადგილი, სადაც მეძლევა, პროფესიული და პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობა. აქ მომეცა საშუალება, გავცნობოდი ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელსაც დღეს საერთაშორისო ბაზარზე, ყველა დიდი და წარმატებული IT კომპანია იყენებს.

 

მახსოვს გასაუბრებაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება -ეს იყო Qlik-ზე ჩატარებული პრეზენტაცია, რამაც ძალიან დამაინტერესა და ასევე სტრუქტურირებულად და დეტალურად გაწერილმა სამუშაო პროცესებმა, რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამოგვარჩევს.

 

კომპანიაში არსებული ღირებულებები თავს ნამდვილი გუნდის და ოჯახის წევრად მაგრძნობინებს. მომწონს, რომ ჩვენთან მუშაობენ, ძალიან ყურადღებიანი, მხიარული და საინტერესო ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ წარმატებისათვის. მენეჯმენტი კი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ კომფორტული სამუშაო გარემო შეგვიქმნას."

sopo-rukhadze

 

ბიზნეს ანალიტიკოსი