მობილური რიგი
კავშირის შენარჩუნება მომხმარებელთან
მომხმარებელთან შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფა - ეს არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი. კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ვაწყდებით გაუთვალისწინებელ სიტუაციებს. სოციალური დისტანცირება და ხელის ჰიგიენა დღესდღეობით ახალ საფეხურზეა გადასული. რა დრო დასჭირდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას არავინ იცის. მაგრამ რაშიც ეჭვი არ გვეპარება არის ის, რომ მომხმარებელს კვლავინდებურად უნდა შეეძლოს სასურველი სერვისის შეუფერხებლად მიღება.
საჭიროებების ცვლილება – სიტუატიური გადაწყვეტილება
მობილური რიგი შექმნილია იმ კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვუპირისპირდებით. მობილური რიგის დახმარებით შესაძლებელია რიგის ბილეთის აღება ნებისმიერ სერვის აპარატთან შეხების გარეშე. მომხმარებელს შეუძლია თვალყურის დევნება საკუთარი რიგის ნომერზე მობილურის აპლიკაციის დახმარებით, რაც გადაადგილების თავისუფლებასთან ერთად, იძლევა მეტ კომფორტს. ეს ყველაფერი ემსახურება ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებას, როგორც ხელის ჰიგიენის გაუმჯობესებით, ასევე სოციალური დისტანცირებით.
ნაკლები ფიზიკური შეხება და სოციალური დისტანცირება
მობილური რიგის სრული ფუნქციონალი წინასწარ არის განსაზღვრული Qmatic-ის რიგის მართვის სისტემებში და მხოლოდ გააქტიურებას საჭიროებს. ეს ნიშნავს, რომ დანერგვას თითქმის არ მიაქვს დრო და არც რაიმე ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო როგორც პროგრამული (Software), ასევე აპარატურის (Hardware) კუთხით.
კონსიერჟი – დისტანციური დახმარება
დაიცავით უსაფრთხო დისტანცია მომხმარებლების სერვის ცენტრში მიღებისას და იზრუნეთ ამ მისაღები სივრცის მომხმარებლების შეუყოვნებლად გატარებაზე. კონსიერჟის ფუნქციონალი წინასწარ გათვალისწინებულია Qmatic-ის რიგის მართვის სისტემებში. პროგრამის ინტეგრირება შესაძლებელია როგორც პლანშეტში, ასევე კომპიუტერში. კონსიერჟის ფუნქციის დახმარებით მომხმარებლებს აღარ მოუწევთ პერსონალთან უშუალო კონტაქტში შესვლა. სისტემით სარგებლობის შემთხვევაში პერსონალის ჩარევის გარეშე განახორციელებთ ისეთ ოპერაციებს როგორიცაა: მობილური ბილეთის გაცემა და მობილური ნომრის რეგისტრაცია.
ტექსტური შეტყობინება – ბილეთის გაცემა შეხების გარეშე
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი კონსიერჟის დახმარებით გაივლის რეგისტრაციას, სურვილის შემთხვევაში მიიღებს ბილეთის ბმულს ტექსტური შეტყობინების სახით.
Connect Agent - რეგისტრატურის გვერდის ავლა
Connect Agent არის აპლიკაცია, რომელიც ითავსებს როგორც ფიზიკური მონიტორის, ასევე მომხმარებლის მოხმობის ფუნქციას. მისი დახმარებით შეძლებთ მინიმალური ფიზიკური ჩარევით მოემსახუროთ მომხმარებელს ან გადაამისამართოთ მისთვის საჭირო სერვის პროვაიდერთან.
საოპერაციო პანელი და Qmatic Insights – ინფორმაცია და რეპორტინგი რეალურ დროში
მომხმარებელი რიგის დაკარგვის გარეშე ნებისმიერ სასურველ სივრცეში ელოდება სერვისის მიღებას, რაც მობილური ბილეთის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა. ამის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შეუძლებელია მომლოდინეთა რაოდენობის და ლოდინის დროის ერთი შეხედვით შეფასება. სწორედ ამიტომ, სისტემაში ინტეგრირებულია საოპერაციო პანელი, რომელიც გაძლევთ რეალურ დროში ანალიზის საშუალება. ეს გეხმარებათ როგორც პერსონალის, ასევე ვიზიტორთა რაოდენობის განსაზღვრაში. პაკეტში ასევე შედის Qmatic Insights – უახლესი რეპორტინგის პროგრამა, რომელიც ანალიტიკისა და სერვისების კორექტირების საფუძველზე ოპერაციების ოპტიმიზებას შეუწყობს ხელს.