ვირტუალური რიგი კლინიკებში
გამოცდილება გვიჩვენებს რომ პრობლემების უმრავლესობა, რომლებიც კლინიკებში იჩენს თავს სწორედ დიდი ლოდინის დროით და პაციენტის ცუდი გამოცდილებით არის გამოწვეული. ამ სტატიაში აღვწერთ თუ რატომ არის ვირტუალური რიგი ამ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტილება.
ხანგრძლივი ლოდინის დროის ბარიერი
ყველაზე ხშირი და ყველასათვის ცნობილი გამოწვევა კლინიკებისთვის, მათი მენეჯერებისა და პერსონალისთვის გახლავთ საოპერაციო ხარჯების შემცირება და ამავდროულად ეფექტიანობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. მიუხედავად ამისა, კლინიკების უმეტესობა ხელმძღვანელობს ლიმიტირებული რესურსებით და არ იყენებს სრულ პოტენციალს.
ორგანიზაციის შიდა პროცესების გამარტივებაზე ორიენტირებულმა ქმედებებმა განაპირობა დღევანდელი საოპერაციო მოდელი, რომელიც ხელს უშლის პაციენტის ვიზიტის კომფორტულობას და დადებითი გამოცდილების შექმნას. ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს ყოველგვარი ინფორმაციის მიღების გარეშე უწევთ გრძელ რიგებში დგომა, რაც ცუდად ისახება კომპანიის იმიჯზე.
ამ ამოცანის მოგვარების ერთ–ერთი ყველაზე მისაღები მოდელია ვირტუალური რიგი. ქვემოთ აღწერილია ვირტუალური რიგის უპირატესობები კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში.
რატომ უნდა განიხილონ კლინიკებმა ვირტუალურ რიგში ინვესტირება
შემცირებული ლოდინის დრო
პაციენტების ვიზიტების უკონტროლო რაოდენობამ შესაძლოა ხალმრავლობა განაპირობოს, რაც თავის მხრივ ცუდად ისახება ლოდინის დროზე.
ვირტუალური რიგის დახმარებით, პაციენტებს რომლებიც არ საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, აქვთ რიგში წინასწარ ჩაწერა–დაჯავშნის საშუალება, რაც თავიდან აარიდებთ რიგში დგომის აუცილებლობას. მსგავსი საოპერაციო მოდელი ამაღლებს როგორც პერსონალის ეფექტიანობას, ასევე აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.
პაციენტს შეუძლია უკეთ დაგეგმოს საკუთარი დღე
ხანგრძლივი ლოდინი და მინიმალური ინფორმაცია საკმაოდ ცუდად ისახება პაციენტზე, რამაც შესაძლოა მკურნალობის პროცესიც კი შეაფერხოს. ინფორმაციის არ ქონა იმის შესახებ თუ როდის შეძლებ მომსახურების მიღებას საკმაოდ სტრესული ფაქტორია, რაც აზიანებს პაციენტის გამოცდილებას.
ვირტუალური რიგის მეშვეობით პაციენტი უკეთ დაგეგმავს საკუთარ დღეს და თავიდან აირიდებს რიგში დიდი დროის გატარების აუცილებლობას.
სასიამოვნო სამუშაო გარემო
ლიმიტირებული რესურსები და მაღალი მოთხოვნები იწვევს სტრესულ სამუშაო გარემოს, რაც ვნებს პროდუქტიულობას. სტრესის თავიდან არიდება და დაბალანსებული დატვირთულობა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლინიკებში.
ვირტუალური რიგის დახმარებით, კლინიკას შეუძლია აკონტროლოს პაციენტების მიმოსვლა და დააბალანსოს ვიზიტების რაოდენობა დღის მანძილზე. ეს ყველაფერი საგრძნობლად შეამცირებს დატვირთულობას პიკის საათებში. დაბალანსებული სამუშაო დატვირთვა კი აგარიდებთ სტრესულ სიტუაციებს და შექმნის გარემოს, სადაც შესაძლებელი გახდება მეტი პაციენტის მომსახურება უფრო ხარისხიანად.
ამბულატორიული ვიზიტების გაუქმების შემცირებული მაჩვენებელი
ვიზიტების ხელით შექმნის მეთოდი საკმაოდ მოუქნელია. ბევრ კლინიკას აქვს პრობლემა მსგავსი მეთოდით დაჯავშნილ ვიზიტზე პაციენტის არგამოცხადებასთან დაკავშირებით.
ვირტუალური რიგის დახმარებით შეძლებთ ავტომატურ რეჟიმში დააგზავნოთ შეტყობინებები, დადასტურებები ან შეხსენებები, რაც გააუმჯობესებს უკუკავშირს და შედეგად მოგვცემს ნაკლებ გამოტოვებულ ვიზიტს.
შეამცირეთ ადმინისტრაციულ პროცესებზე დახარჯული დრო
ვიზიტების ხელით დაჯავშნა საკმაო რესურსს მოითხოვს როგორც დახარჯული დროის ასევე გაწეული ენერგიის კუთხით, რაც შედეგად არ იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგს, რადგან ხშირ შემთხვევაში პაციენტი არ ცხადდება ჩანიშნულ დროს. გამოტოვებული ვიზიტი კი ფუჭად დახარჯული დრო და ენერგიაა.
ვირტუალური რიგის დახმარებით პაციენტებს საშუალება მიეცემათ ინტერნეტით, ყოველგვარი დახმარების გარეშე დაჯავშნონ ვიზიტი და მიიღონ ყოველგვარი აუცილებელი შეტყობინება. პროცესი თითქმის სრულად არის ავტომატიზებული, რაც ამსუბუქებს სამედიცინო პერსონალის დატვირთვას და ათავისუფლებს მეტ დროს სხვა დავალებებისთვის.
რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალური რიგის შესახებ
ვირტუალური რიგი დაგეხმარებათ პროცესების, უშუალოდ კი ვიზიტების მართვაში. გაგიმარტივებთ პაციენტების შეუფერხებლად მიღებას, შეგიმსუბუქებთ პიკის საათის დატვირთულობას, დაგიბალანსებთ დღის განრიგს და შეამცირებს ლოდინის დროს. ვირტუალური რიგის დახმარებით შექმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც მაღალ პროდუქტიულობასთან ერთად, შექმნით დადებით გამოცდილებას.
სპეციალური შეთავაზება - რიგის მართვის სისტემა უფასოდ!
კორონავირუსის - COVID19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გთავაზობთ რიგის მართვის სრულ ფუნქციონალს 2020 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ!
სისტემა საშუალებას მოგცემთ დაჯავშნოთ ვიზიტი, დისტანციურად გასცეთ ელექტრონული რიგის ბილეთი და მუდმივ რეჟიმში აკონტროლოთ მომხმარებელთა ნაკადები.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 230 60 10