27 / 03 / 20

მობილური სისტემები

მობილურობამ რადიკალურად გარდაქმნა ადამიანთა ქცევა და ინტერაქცია

 

ამ თანამედროვე მოცემულობამ ძირეულად შეცვალა მომხმარებლის დადებითი გამოცდილების არსი, რომლის მიღებაც დღესდღეობით შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ სივრცეში. გაიზარდა მოთხოვნები როგორც სერვისის პერსონალიზაციის, ასევე კონტროლის, სისწრაფის და ეფექტიანობის კუთხით. იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ისწრაფიან დინამიურად მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, Qmatic მობილური სისტემები ერთ–ერთი საუკეთესო რესურსია.

 

Qmatic მობილური სისტემები ერთგვარი მაკავშირებელია ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს შორის, რომელიც მეტ თავისუფლებას აძლევს როგორც მომხმარებლებს, ასევე პერსონალს. მისი დახმარებით შეძლებთ მეტად ეფექტური და, რაც მთავარია, შეუფერხებელი მომსახურების გაწევას, რაც თავის მხრივ უფრო პერსონალიზებული სერვისის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამასთად ერთად, სისტემა მომხმარებლის ადგილზე მოსვლამდე მოგცემთ მასთან კომუნიკაციის საშუალებას. ეს ყველაფერი ავტომატურად გროვდება მონაცემებისა და ინფორმაციის სახით, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ანალიტიკას და ამარტივებს სტრატეგიების განსაზღვრას.

 

 

აპლიკაცია Connect Agent - სწრაფი და მარტივი მომსახურება

 

 

Connect Agent აღმოფხვრის პერსონალის დესქთან დგომის აუცილებლობას, რაც აუმჯობესებს უშუალოდ მომხმარებელზე ორიენტაციას.

 

პერსონალი ერთ საერთო ინტერფეისის დახმარებით აკონტროლებს მომხმარებლების მიმოსვლას, ლოდინის დროს, არსებულ და მომავალ ვიზიტებს.

 

Bluetooth ღილაკის გამოყენებით მოწყობილობის ჯიბიდან ამოღების გარეშე, პერსონალს შეუძლია შეასრულოს ოპერაციების მთელი რიგი (მაგ. შემდეგი მომხმარებლის გამოძახება, ვიზიტის დასრულება და სხვა).

 

mobile solution;

 

 

mobile solution2;

აპლიკაცია Consierge Agent – პერსონალიზებული მომსახურება

 

 

Consierge Agent პერსონალის ხელთ არსებული ერთ–ერთი საუკეთესო ხელსაწყოა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მეტად პერსონალიზებული მომსახურების გაწევა.

 

აპლიკაცია ყველაზე ეფექტურია მომხმარებლის სერვის ცენტრში პირველადი ინდენტიფიცირებისას. სისტემა გეხმარებათ გაიგოთ თუ რა სურს მომხმარებელს, აქვს თუ არა ჯავშანი, სურს ვიზიტის დაჯავშნა ან/და საჭიროებს გადამისამართებას კონკრეტულ სერვის პროვაიდერთან..

 

 

მიეცით საშუალება მომხმარებელს დაიცადოს სადაც უნდა

 

 

გააფართოვეთ მომხმარებლის შესაძლებლობები ვირტუალური რიგის შეთავაზებით, რაც აღმოფხვრის ლოდინის აუცილებლობას და გააუმჯობესებს მათ გამოცდილებას.

 

სისტემის დახმარებით სერვის ცენტრში შემოსული და იდენტიფიცირებული მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში აირჩევს ვირტუალურ რიგის ბილეთს და მობილური ტელეფონით თუ პლანშეტით ადევნებს თვალს საკუთარ რიგს ნებისმიერი ფიზიკური ლოკაციიდან.

 

მობილური ბილეთით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სმარტფონი ან სხვა ვებ–ბრაუზერი, შესაბამისად, არ არსებობს დამატებითი აპლიკაციის გადმოწერის აუცილებლობა.

 

mobile solution3;

 

 

Qmatic მობილური სისტემების ფუნქციონალი

 

 

  • მყისიერი შეტყობინებები თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის, მობილური აპლიკაციების, ელექტრონული ფოსტის ან SMS მეშვეობით;
  • ვირტუალური რიგი და ლოდინის განსაზღვრული დრო;
  • მიზანმიმართული, დროული კომუნიკაცია ორგანიზაციას, პერსონალსა და მომხმარებელს შორის;
  • მომსახურების შემდგომი სწრაფი კვლევა;
  • დამატებით პროგრამებთან იტეგრაცია;

მსგავსი სიახლეები