03 / 06 / 20

სოციალური დისტანცირება სახელმწიფო დაწესებულებებში რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ

მოგეხსენებათ, რომ რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გაიხსნა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულება. შესაბამისად, საგრძნობლად იმატა მოთხოვნამ სერვისებზე, რაც საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის მომსახურების კუთხით. ბლოგში ვისაუბრებთ თუ როგორ ვაწარმოოთ საქმიანობა უსაფრთხოდ და ყოველი რეგულაციისა თუ შეზღუდვის დაცვით სახელმწიფო ოფისებში, მერიაში, იუსტიის სახლებსა თუ სხვა საჯარო მომსახურების სივრცეებში.

 

მოქალაქეების და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა სოციალური დისტანცირების დაცვაა. სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ შექმნა ხალხმრავლობის წარმოქმნის რისკი მომსახურების სივრცეებში. მიუხედავად ამისა, არსებობს ამ ამოცანასთან გამკლავების რამდენიმე საკმაოდ დახვეწილი და კომფორტული გზა.

 

შეინარჩუნეთ მომსახურების „ცარიელი“ სივრცე ვიზიტის დაჯავშნის დახმარებით

 

მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით ვიზიტის დაჯავშნის სახელმწიფო დაწესებულებებში დანერგვა ეფექტურად უმკლავდება სერვისებზე მზარდ მოთხოვნებს და გვეხმარება ხალხმრავლობის თავიდან არიდებაში. მომხმარებელს შეუძლია წინასწარ დაჯავშნოს ვიზიტი და ადგილზე მისვლისთანავე მიიღოს სასურველი მომსახურება. ამას გარდა, სისტემა უზრუნველგვყოფს მობილური რიგით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საკუთარ რიგს ნებისმიერ სასურველ ადგილზე ელოდება, იქნება ეს საკუთარი ავტომობილი, ახლომდებარე კაფე თუ სხვა.

 

ვიზიტის დაჯავშნა გვეხმარება მომხმარებლის რაოდენობის პროგნოზირებაშიც, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს საჭირო პერსონალის რაოდენობასა თუ მზაობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ინტერნეტის, ისე ტელეფონის დახმარებით.

 

Check-in და რეგისტრაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე

 

რეგისტრირებისა და Chek-in-ის ფიზიკური კონტაქტისაგან მაქსიმალურად გასათავისუფლებლად აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ არჩეულ რიგის სისტემაში გათვალისწინებულია მსგავსი ფუნქციონალი.

 

დისტანციური რეგისტრაციის დახმარებით, ადგილზე მოსულ მომხმარებელი აღარ საჭიროებს არც რაიმე ტერმინალზე ხელის შეხებას და არც რიგის ბილეთის აღებას, რადგან ყველაფერი ხორციელდება სმარტფონის დახმარებით. SMS შეხსენების დახმარებით, მომხმარებელს ეგზავნება ბმული საკუთარი რიგის ნომრით და შეტყობინება რიგის მოახლოების შესახებ.

 

უკონტაქტო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სისტემას ასევე გააჩნია აპლიკაცია უშუალოდ პერსონალისათვის. აპლიკაციის დახმარებით თანამშრომლები იღებენ შეტყობინებას მომხმარებლის და მათი სასურველი მომსახურების შესახებ, რაც ამცირებს მომსახურების დროს და ზრდის პროცესის ეფექტიანობას. მსგავსი საოპერაციო მოდელის დახმარებით, შეამცირებთ ყოველგვარ დაინფიცირების რისკებს და შექმნით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს.

 

Feedback-ის მნიშვნელობა - დაიცავით თავი და გააუმჯობესებთ უსაფრთხოება

მისაღები იყო თუ არა ვიზიტისას არსებული სისუფთავე? დაცული იყო თუ არა ჰიგიენა? გრძნობდა თუ არა მომხმარებელი კომფორტს? ასეთ და ამგვარ კითხვებზე მიღებული პასუხი დაგეხმარებათ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაში.

 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტირება განახორციელდეს სისტემაში, რომელიც ითვალისწინებს SMS უკუკავშირს. მსგავსი ფუნქციონალი ვიზიტორის უნიკალური გამოცდილების დახმარებით სწრაფად და ეფექტურად გამოავლენს სერვისის გაუმჯობესების სწორ გზებს.

 

უსაფრთხო ლოდინი - ვირტუალური რიგი

 

არსებობს რიგი სერვისებისა, რომლებიც მოითხოვს ფიზიკურ კონტაქტს, შესაბამისად აუცილებელია სისტემა, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდული ფიზიკური კონტაქტირებით დახმარებით უზრუნველყოფს მომხმარებლის მიმოსვლის მართვას.

 

ვირტუალური რიგისა და დაჯავშნის სისტემის კომბინირება დაგეხმარებათ პროცესების, უშუალოდ კი ვიზიტების მართვაში. გაგიმარტივებთ მომხმარებლის შეუფერხებლად მიღებას, შეგიმსუბუქებთ პიკის საათის დატვირთულობას, დაგიბალანსებთ დღის განრიგს და შეამცირებს ლოდინის დროს.

 

ვირტუალური რიგის დახმარებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა ინტერნეტით, ყოველგვარი დახმარების გარეშე დაჯავშნოს ვიზიტი და მიიღოს ყოველგვარი აუცილებელი შეტყობინება. პროცესი თითქმის სრულად ავტომატიზებულია, რაც ამსუბუქებს პერსონალის დატვირთვას და ათავისუფლებს მეტ დროს სხვა დავალებებისთვის.

 

პერსონალის მართვა და უსაფრთხო სივრცით უზრუნველყოფა

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ რიგის მართვის სისტემა აღმოფხვრის ფიზიკურ რიგში დგომის აუცილებლობას გასაგები ხდება, რომ შეუძლებელია მომხმარებლის რაოდენობის წინასწარი შეფასება. შესაბამისად, რიგის მართვის სისტემის შერჩევისას გაითვალისწინოთ ვირტუალური რიგის მართვის ინტერფეისის არსებობა. მსგავსი ფუნქციონალის დახმარებით, პერსონალი აკონტროლებს რიგში მდგომი მომხმარებლების რაოდენობას და არასწორ რიგში დგომის შემთხვევაში ახორციელებს გადამისამართებას. ეს მოდელი საკმაოდ ეფექტურია, რადგან იძლევა რიგის მართვის ეფექტურ ბერკეტს და ამავდროულად ამცირებს ფიზიკური ინტერაქციების სიხშირეს.

მსგავსი სიახლეები