როგორ შევარჩიოთ რიგის მართვის სისტემა
რომელ რიგში ჩავდგე? ვინ არის ბოლო? რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი? ფეხზე რომ არ დავდგე რიგს დავკარგავ? ჩემზე გვიან მოსული მომხმარებელი რატომ მივიდა ჩემზე ადრე? მოვასწრებ თუ არა მომსახურების მიღებას? ეს ის კითხვებია, რომლებსაც მომხმარებელი მოუწესრიგებელ ცოცხალ რიგში აწყდება.
21 საუკუნის დროის ტოტალური დეფიციტი კიდევ უფრო ამწვავებს ამ საკითხის აქტუალურობას. გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია სერვისის სწრაფად მიღება და დროის მაქსიმალურად დაზოგვა.
სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტას ემსახურება რიგის მართვის სისტემა.